ჯიჯი

GG -Gurtskaya Gymnasium


უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლება ზუგდიდში

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება
ჯიჯიელი ჯიჯიდან გავა, ჯიჯი კი ჯიჯიელიდან ვერა!

ჯიჯის დირექტორი

(2016 წლიდან)

ნინო ჭიჭინაძე


ძვირფასო მეგობრებო!

მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით „ჯიჯი“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ცვლის განვითარების ტემპს და მომავლის პროფესიები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, საგანმანათლებლო დაწესებულების სწორად შერჩევა თითოეული ოჯახისათვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებად იქცა.


„ჯიჯი“ მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო სივრცეს საქართველოში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე, პროგრესულ და ინოვაციურ სწავლების მიდგომებს. ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი მოძველებულ საგანმანათლებლო დოგმებზე და შევქმენით სისტემა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს უკეთ გაცნობაში, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციაში და თანამედროვე გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნაში.

ჩვენს სკოლაში მშობლები ყოველდღიურად ხედავენ საკუთარი შვილების პროგრესს და განვითარების დინამიკას.
პედაგოგებს ვთავაზობთ პროფესიული ზრდისა და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, ხოლო მოსწავლეები იძენენ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც წარმატებისთვის აუცილებელია თანამედროვე სამყაროში.

გიწვევთ, გაეცნოთ ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებს და თავად დარწმუნდეთ, რომ „ჯიჯი“ წარმოადგენს თქვენი შვილების მდგრადი და წარმატებული მომავლის მნიშვნელოვან ინვესტიციას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ გზისთვის, რომელსაც უკვე წლებია ერთად გავდივართ.

პატივისცემით,
ნინო ჭიჭინაძე

რატომ ჯიჯი?

ჯიჯიში, არა მხოლოდ აკადემიური პროცესები მიმდინარეობს, არამედ, ვამზადებთ ბავშვებს - ცხოვრებისთვის!☝️

  • უსაფრთხო გარემო და კომფორტი

    მოდერნული დაცვა: პერიმეტრი ვიდეოთვალით, სიგნალიზაცია, სახანძრო ნორმები. უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის სამსახური;

    სტილური კომფორტი: პირადი მერხები, შიდა სველი წერტილები ცხელი/ცივი წყლით.

  • პრიორიტეტი: ჯანმრთელობა

    ჯანსაღი სხეული — წარმატების საწინდარი:

    პროფესიონალური სპორტული ინფრასტრუქტურა: აუზი, ფიტნეს-დარბაზი, მოედანი.

    ჯანსაღი საკვები – ჯანსაღი გონება:

    2-ჯერადი კვება ყველა ნორმების დაცვით.

  • სივრცე, სადაც სასიამოვნოა სწავლა

    მყუდრო, მცირერიცხოვანი (15-17) კლასები, მოდერნის დიზაინით.
    სმარტ-დაფები და ლაბორატორიები – ცოდნის რეალურ სამყაროდ ქცევის ხელსაწყო.

  • სწავლა პროექტული მიდგომით

    თეორია და პრაქტიკა:

    • მოსწავლეები ცოდნას რეალური პროექტების შექმნით ეუფლებიან;

    ჯიჯი-ბაღიდან სკოლამდე:

    • თანმიმდევრული აღზრდა ყველაზე პატარებიდან მოზარდებამდე;

    დამატებითი განათლება:

    • მრავალფეროვანი წრეები და აქტივობები ნიჭის სრულყოფილ გასაშლელად

  • ქართული ფესვები – ჯიჯიელის ძლიერი ფრთები!

    ყველა საგანმანათლებლო, თუ შემეცნებითი პროექტები ეყრდნობა ძველი ქართული ტრადიციების ღრმა პატივისცემას.
    სიმღერები, ცეკვები, ლექსები და ხელოვნების სხვა პროექტები არაა უბრალოდ გართობა – ეს არის ბავშვის ძალა და სიბრძნე!
    ჩვენი უნიკალური მიდგომა ქმნის ჰარმონიულ განვითარებას ფესვებიდან ფრთებამდე.
  • ბავშვობიდან დიდი სცენა - ჩვენ ვქმნით ვარსკვლავებს ყოველდღიურად

    მხოლოდ ჯიჯის გააჩნია ეს უნიკალური შესაძლებლობა: თითქმის ყოველდღე მოსწავლეები დგანან პროფესიონალურ სცენაზე, ხელში უჭირავთ ნამდვილი მიკროფონი, წინ – როიალი და დიდი აუდიტორია.
    ეს ჯადოსნური საშუალებაა: ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, ემოციების კონტროლს და საჯარო გამოსვლას – უხილავი უნარები, რომლებიც ზრდასრულ ცხოვრებაში წინ დახვდება ყოველ ჯიჯიელს.
ყოველ დილით დედა შენთან მომიყვანს! იცის, ჯიჯი, წარმატებას მომიტანს, აქ ხომ ჩვენი ტკბილი მომავალია, ირგვლივ ყველა ჩვენი მეგობარია.

ადრეული ბავშვობა ჯიჯიში


2-6 წლის პატარა ზუგდიდელები მშვენივრად გრძნობენ თავს ჯიჯი-ბაღში და პრესქულში, სადაც, ულამაზესი გარემო და პროგრამები გააზრებულადაა მორგებული პატარა ჯიჯიელების ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაზე, თავდაჯერებულობის განვითარებაზე და კრიტიკული აზროვნების, სოციალური და ემოციური უნარების ადრეული ასაკიდან განვითარებაზე.

პრესქული (4-6 წლისთვის) არის განვითარების ფუნდამენტური ეტაპი, სადაც ყალიბდება ტვინის 90%-ზე მეტი სინაფსური კავშირები

პრესქულის გვერდი

აქ იბადება პირველი მოთხოვნა:

"ჯიჯიში მინდა"

ბაღის გვერდი
ჯიჯი არის 1
მომავალი იწყება აქ!

დირექცია

ჯიჯი — ერთსულოვანი და პროფესიონალი გუნდი, რომელიც ქმნის ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს მოსწავლეთა სრულყოფილი განვითარებისათვის.

  • ნინო ჭიჭინაძე

    დირექტორი

  • მადონა ღურწკაია

    დამფუძნებლის წარმომადგენელი

  • თამარ ლატარია

    დირექტორის პირველი

    მოადგილე

  • თამარ არდია
    დირექტორის მოადგილე აკადემიურ დარგში
  • ლაიმა შანავა
    დირექტორის მოადგილე
    აღმზრდელობით და საგარეო ურთიერთობების დარგში
  • მათე

    კიკალიშვილი

    დირექტორის მოადგილე

    ინფრასტრუქტურის განვითარების დარში

„ერთი გუნდი, ერთი მიზანი: ჯიჯის მოსწავლეების წარმატება და განვითარება"!

ჩვენი პედაგოგები


ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი ძალა სწორედ პროფესიონალი და ერთგული პედაგოგებია. თითოეული მათგანი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მათი მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეების უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნების გაძლიერება და მათი მომავლის წარმატებისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნა.

სწორედ ამ ბრწყინვალე გუნდის თავდადება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩვენი ჯიჯის წარმატებას.

  • ნინო ჭიჭინაძე

    ბიოლოგია

  • თამარ არდია

    ინგლისური ენა

  • ხათუნა პერტია

    ისტორია

  • ინგა შამუგია

    ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

  • ნათია ნადარაია

    ქართული ენა

  • ლაიმა შანავა

    რუსული ენა

  • ოთარ გუგუჩია

    ფიზიკა-მათემატიკა

  • მაია გულორდავა

    მათემატიკა

  • ნანა ნოდია

    მუსიკა

  • კესო კუკავა

    მათემატიკა

  • მზია ჩიქობავა-ხუბულავა

    ინგლისური ენა

  • ნუნუ (ბაია) ლატარია

    დაწყებითი განათლება

  • ქეთი გოგია

    ქართული ენა და ლიტერატურა

  • ილონა დარასელია

    ინგლისური ენა

  • მირანდა ნანეიშვილი

    გერმანული ენა

  • მართა ქარჩავა

    მათემატიკა

  • შორენა გაგუა

    ქიმია

  • ეკატერინე გერზმავა

    ბუნება

    ტუტორი

  • სოფო თაკალანძე

    დაწყებითი კლასი

    ტუტორი

  • თამარ ფაცურია

    დაწყებითი განათლება

    ტუტორი

  • სოფო შარია

    დაწყებითი განათლება

    ტუტორი

  • თამარ ანთია

    რუსული ენა

    ტუტორი

  • ნანა ჯაბურია

    გეოგრაფია

  • ეკა ჩანგელია

    ხელოვნება

  • რაულ ზარანდია

    ფიზკულტურა და სპორტი

    რაულ ზარანდია
  • ნინო საბახტარაშილი

    ქორეოგრაფია

  • თამარ ნაჭყებია

    მათემატიკა

  • სალომე ჯიქია

    ტუტორ-დამრიგებელი

„ერთი გუნდი, ერთი მიზანი: ჯიჯის მოსწავლეების წარმატება და განვითარება"!

ჯიჯის წარმოშობის

ისტორია

🏛️ „ჯიჯი" (GG) დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს.

სასწავლებელი შეიქმნა გაუქმებული, ყოფილი მე-7 საშუალო სკოლის ტიპური შენობის ბაზაზე. რეკონსტრუქციისა და მიშენების შედეგად, შენობის საერთო ფართი გასამმაგდა და დღეს 3 416,58 კვ.მ-ს შეადგენს.
„ჯიჯი" არის უცხოეთში, საგანმანათლებლო დარგში მოღვაწე ქართველის, ბატონი ჯიმშერ ღურწკაიას საინვესტიციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად შესრულებულია.

ჯიჯიმ საგანმანათლებლო ფუნქციონირება 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა:
  • ✅ შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • ✅ ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება
  • ✅ აკრედიტაციის მიღება
✨ სახელწოდების ისტორია
ჩვენი სახელწოდების უკან დგას პატივისცემა და ოჯახური ღირებულებები. დამფუძნებლისთვის პრინციპული იყო, რომ სკოლას ეტარებინა მამამისის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ბატონი ალექსანდრე ღურწკაიას სახელი.
სახელწოდების შერჩევისას განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი: „წიგნიერი", „პირველი", „გელათი", „ღურწკაიას გიმნაზია" და სხვა...
პრიორიტეტული ვარიანტი იყო „ღურწკაიას გიმნაზია" (ინგლისურად: Gurtskaya Gymnasium). სწორედ ამ სახელწოდებიდან აღებული პირველი ასოების (GG) ქართულმა ჟღერადობამ ჩამოყალიბა „ჯიჯი".
ეს მოკლე, ორთანხმოვანი სიტყვა, თავდაპირველად მშენებლებმა, შემდეგ კი ბავშვებმა სწრაფად აიტაცეს და მოფანტეს ჩვენს პატარა ქალაქში, რის შემდეგ სახელწოდების გადარქმევას აზრი დაეკარგა — და დღესაც არა აქვს აზრი სახელწოდების შეცვლას, რადგან „ჯიჯი" უკვე სკოლის განუყოფელი ბრენდი გახდა. ბავშვები სიამოვნებით და სითბოთი წარმოთქვამენ „ჯიჯიში მინდა"-ს, და ეს სწორედ ის ემოციაა, რასაც ჯიჯი ქმნის. 💙

💭 სახელწოდება „ჯიჯი“ დღეს უკვე ბრენდადაა ქცეული, თუმცა მის ირგვლივ ხშირად ისმის საინტერესო ვარაუდებიც. მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ „ჯიჯი“ მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან — „ჯიჯი“-დან, რომელიც „დიდ ბიძას“, ანუ ბაბუის ძმას ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია ლინგვისტურად ზუსტად არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენ სიამოვნებით ვუშვებთ ასეთ ასოციაციასაც. 🤍 ბოლოს და ბოლოს, სკოლა ხომ მეორე ოჯახია, ხოლო მასწავლებლები და დამფუძნებელი — მოზარდების მზრუნველი წინამძღოლები.
თუ ვინმესთვის „ჯიჯი“ სითბოს, მზრუნველობასა და „დიდი ბიძის“ სანდოობასთან ასოცირდება — ეს მხოლოდ მისასალმებელია! 😊

🎯 ჯიჯის ფილოსოფია, მისია და ხედვა
მიუხედავად სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ინტერპრეტაციისა, ჩვენი მიზანი უცვლელია:

📚 ტრადიცია

💡 ინოვაცია

🌟 მომავალი

გავაგრძელოთ საუკეთესო ტრადიციები

შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე

მოვამზადოთ მოსწავლეები მომავლის გამოწვევებისთვის

ჯიჯი პატივს მიაგებს და ინარჩუნებს კოლხურ საუკეთესო ტრადიციებს. ამასთანავე, ჩვენი მიზანია შევქმნათ პრინციპულად ახალი, 21-ე საუკუნის შესაბამისი სკოლა.
„ჯიჯი" ყოველნაირ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ახალ თაობას:
  • 🎓 ღირსეულად ჩაეწერონ სასწავლებლის ახალ მატიანეში;
  • 🚀 ჩაერთონ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების შექმნა-ფუნქციონირებაში;
  • 🌱 განვითარდნენ უსაფრთხო, შთამაგონებელ გარემოში.

🎓✨ „ჯიჯი" — სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას.
ჯიჯი არის 1!

ინოვაციები ჯიჯიში

ჯიჯიმ შეიმუშავა საკუთარი მიდგომები და მეთოდიკა, რათა ბავშვებმა განსხვავებულ გარემოში ისწავლონ და განავითარონ თავისი უნარები

  • დამსახურებული პედაგოგები
  • დამატებითი პროგრამები
    ჯიჯი უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას და ასევე აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, სურვილისამებრ ჩაეწერონ ფაკულტატივებზე. ყველაზე პოპულარულ სექციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ენობრივი მიმართულება, სადაც ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, გერმანულსა და რუსულს.
  • განათლების სრული მოქნილობა
    მე-4 კლასიდან მშობლებს შეუძლიათ ბავშვის სწავლების მიმართულების თავისუფლად შეცვლა. ჩვენთან პროგრამა არ იკარგება — ძირითადი საგნები რჩება, მაგრამ სურვილისამებრ შესაძლებელია ფოკუსი გადავიტანოთ კონკრეტულ მიმართულებაზე, მაგალითად მათემატიკაზე ან ბიოლოგიაზე. ეს შესაძლებლობა აძლევს თქვენს შვილს სწავლის პროცესში სრულ კონტროლს და ინტერესების მიხედვით განვითარებას.
  • სწავლა ჯიჯიში
    ჯიჯიში სასწავლო დღე 9:00 საათიდან 16:45 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი სრულდება 15:00 საათისთვის, ხოლო დარჩენილი 1 სთ და 45 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ ე.წ. გახანგრძლივებული პროგრამა. აღნიშნულ პერიოდში ჯიჯიელები ამზადებენ მომდევნო დღის საშინაო დავალებებს შესაბამისი ტუტორის, ან მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.

    ასევე, ჯიჯიელებს აქვთ ალტერნატივა, რომ ეს დავალებები, ნაწილობრივ ან სრულად, შეასრულონ შინ, ხოლო გახანგრძლივებული პროგრამის დრო დაუთმონ მათთვის საყვარელ კლუბს, დამატებით წრეს, სხვა და სხვა აქტივობებს, ან საგნის კონკრეტულ მასწავლებელთან მეცადინეობას.
ჯიჯი არის 1
გახდი ჯიჯიელი!

ჯიჯიში მიღების წესები


ეტაპი 1. გასაუბრება მშობლებთან

მშობლები სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი და სკოლის ღირებულებები და წარმოდგენები საგანმანათლებლო გარემოზე ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ვთვლით, რომ ეს მოსწავლის პოტენციალის წარმატებული განვითარების საწინდარია.
გასაუბრება ცოცხალი საუბრის ფორმატში ტარდება. ეს არის შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაგვიცნოთ და დაგვისვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, ამიტომ თავიდანვე მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება.
  • ფორმატი: თქვენთან შეთანხმებით, შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმშიც.
  • დრო: ინდივიდუალურად, შეთანხმების საფუძველზე.
  • გადაწყვეტილება: ჩარიცხვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ მშობლებთან და ბავშვთან წარმატებული გასაუბრების საფუძველზე.
ეტაპი 2. საგანმანათლებლო გაცნობა ბავშვებთან
  • 1-ლი კლასი: გაცნობა თამაშის ფორმატში ტარდება. შეხვედრის დროს ასევე დელიკატურად ვაფასებთ ბავშვის ფსიქოლოგიურ მზაობას.
  • 2–4-ე კლასები: გათვალისწინებულია წერილობითი დავალებები ძირითად საგნებში.
  • 5–10-ე კლასები: მოსწავლეები ავლენენ ცოდნას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
  • 10-ე კლასი (დამატებით): აუცილებელია პროფილური საგნის ჩაბარება არჩეული საგანმანათლებლო ტრაექტორიის შესაბამისად.
შედეგები: იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სკოლის წესების თანახმად, შედეგების ინდივიდუალური კომენტირება არ ხდება.

76-მა ჩვენმა კურსდამთავრებულმა სწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში განაგრძო ან უკვე დაასრულა.

მათ შორის 18 — სამედიცინო მიმართულებით!

ჯიჯი ორიენტირებულია მცირე ზომის კლასებზე — თითოეულ კლასში სწავლობს 15–20 მოსწავლე. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მასწავლებლისგან მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა.


ჩვენს შესახებ!

ჯიჯი – ინოვაციური სკოლაა, რომელიც ხელმძღვანელობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ქართული პროგრამით.

ჩვენი მიზანია, ეროვნული სტანდარტების მიღწევის პარალელურად, განხორციელდეს სკოლის საკუთარი ხედვა, მისია და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი მიზნები, განსაკუთრებით მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისა და აქტიური, გლობალური მოქალაქეების ფორმირების მიმართულებით.


სწავლება ჩვენს სკოლაში ხორციელდება თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით, რაც სწავლების პროცესს მრავალფეროვანს და ინტერაქტიურს ხდის.


ჯიჯი უზრუნველყოფს უსაფრთხო, მოტივირებულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, სადაც პრიორიტეტი მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარებაა.


დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ეუფლებიან ორ უცხოურ ენას, ხოლო საბაზო საფეხურზე მესამეს.


რეგულარულად ინიშნება ექსკურსიები და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელიც აფართოებს მოსწავლეების გამოცდილებას.


სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით..

ჩვენი მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი, ჯანსაღი კვებით.

კერძები მზადდება „ჯიჯის“ კვების კომბინატში, სრულად დაცული სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტებით, რაც გარანტია ხარისხიანი, დაბალანსებული და ჯანსაღი კვების.

საინტერესო კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

აქ შევკრიბეთ მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ: ჯიჯიში მიღების წესები; აღმზრდელობითი მიდგომები; სასწავლო პროცესი; ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თქვენი შვილის უსაფრთხოებას და სწავლას უკავშირდება.

  • თაკო:
    როგორ გავხდე ჯიჯის მოსწავლე?
    ჯიჯი:
    გთხოვთ გაეცნოთ "ჯიჯიში მიღების წესებს", რომელიც განთავსებულია მენიუს ღილაკში "გახდი ჯიჯიელი". გმადლობთ დაინტერესებისათვის.
  • მარი:
    რა დოკუმენტებია საჭირო ჯიჯიში ჩარიცხვითვის?
    ჯიჯი:
    მშობელს -პირადობის მოწმობა, ბავშვს – დაბადების მოწმობა და აცრებზე ცნობა
  • თორნიკე:
    ჩემი გოგო 5 წლისაა. როდის შევძლებთ გავხდეთ ჯიჯიელი?
    ჯიჯი:

    2026-2027 სასწავლო წლისთვის, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება აქვთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ვინაიდან თქვენი გოგონა 5 წლისაა, სავარაუდოდ, მისი ჯიჯიელობა ოდნავ მოგვიანებით დადგება.

    ჩვენ კი მზად ვართ, უკვე ახლა შეგხვდეთ თქვენ (მშობელთა გასაუბრებაზე), რათა გაგაცნოთ სკოლის ღირებულებები და მომავალში თქვენი შვილის ინტეგრაცია მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ❤️

    გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შეხვედრის დასაგეგმად.

ჯიჯი - მომავალი იწყება აქ
კერძო სკოლა "ჯიჯი"
ცაიშვილის ქ. №32
ზუგდიდი, საქართველო
ggzugdidi@gmail.com
@ggschool
+995 592910101
© 2026 «GG»

ყველა ფოტო, ტექსტი და ვიდეომასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს და გამოყენებულია სადემონსტრაციოდ.

გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს კონტენტი კომერციული მიზნებისთვის!


პატივისცემით, თქვენი „ჯიჯი"!


© 2026 «GG-ჯიჯი»

Made on
Tilda