ყოველ დილით დედა შენთან მომიყვანს...იცის, ჯიჯი, წარმატებას მომიტანს!❤️


სწავლა ჯიჯიში


დღის განრიგი

ჯიჯიში სასწავლო დღე 9:00 საათიდან 16:45 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი სრულდება 15:00 საათისთვის, ხოლო დარჩენილი 1 სთ და 45 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ ე.წ. გახანგრძლივებული პროგრამა. აღნიშნულ პერიოდში ჯიჯიელები ამზადებენ მომდევნო დღის საშინაო დავალებებს შესაბამისი ტუტორის, ან მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.


ასევე, ჯიჯიელებს აქვთ ალტერნატივა, რომ ეს დავალებები, ნაწილობრივ ან სრულად, შეასრულონ შინ, ხოლო გახანგრძლივებული პროგრამის დრო დაუთმონ მათთვის საყვარელ კლუბს, დამატებით წრეს, სხვა და სხვა აქტივობებს, ან საგნის კონკრეტულ მასწავლებელთან მეცადინეობას.


საუკეთესო პედაგოგები

ჯიჯი“ ამაყობს ძლიერი და მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგიური გუნდით. ჩვენს სკოლაში მუშაობენ პედაგოგის უმაღლესი და პირველი კატეგორიის მქონე, სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი აკადემიური ხარისხები (ბაკალავრი, მაგისტრი და უფრო მაღალი საფეხურები) და აქვთ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. ისინი რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, მონაწილეობენ ტრენინგებში, კონფერენციებსა და საგნობრივ პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოსწავლეებს შესთავაზონ თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება. სწორედ მათი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ბავშვების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება გვაძლევს საფუძველს დავაფიქსიროთ – კერძო სკოლა „ჯიჯი“-ში მართლაც მუშაობენ საუკეთესო პედაგოგები.


განათლების სრული მოქნილობა

მე-4 კლასიდან მშობლებს შეუძლიათ ბავშვის სწავლების მიმართულების თავისუფლად შეცვლა. ჩვენთან პროგრამა არ იკარგება — ძირითადი საგნები რჩება, მაგრამ სურვილისამებრ შესაძლებელია ფოკუსი გადავიტანოთ კონკრეტულ მიმართულებაზე, მაგალითად მათემატიკაზე ან ბიოლოგიაზე. ეს შესაძლებლობა აძლევს თქვენს შვილს სწავლის პროცესში სრულ კონტროლს და ინტერესების მიხედვით განვითარებას.


დამატებითი პროგრამები

ჯიჯი უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას და ასევე აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, სურვილისამებრ ჩაეწერონ ფაკულტატივებზე. ყველაზე პოპულარულ სექციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ენობრივი მიმართულება, სადაც ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, გერმანულსა და რუსულს.

ჯიჯიში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემოქმედებით მიმართულებას. სკოლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცეა დიდი, პროფესიონალური დონის სცენა, რომელიც აღჭურვილია უთანხმო თანამედროვე ტექნიკითა და განათებით. ეს სცენა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე – ის წარმოადგენს ბავშვებისთვის თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობის ამაღლებისა და სასცენო შიშის დაძლევის უნიკალურ პლატფორმას.

ბავშვები ბაღის ასაკიდან იწყებენ დიდ სცენაზე გამოსვლას, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, ადრეული ასაკიდანვე შეიძინონ პროფესიონალური სასცენო გამოცდილება. აქ იდგმება მრავალჟანრიანი სპექტაკლები, ფუნქციონირებს საცეკვაო წრეები, სასიმღერო გუნდი და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი. ეს პროფესიონალური გარემო ბავშვებს უყალიბებს დისციპლინას, გუნდურობის გრძნობასა და შემოქმედებით აზროვნებას, რაც მათი ჰარმონიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.❤️

Made on
Tilda