🎭 ისტორია
როგორ დაიწყო ყველაფერი? დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, შეიქმნა უნიკალური საგანმანათლებლო სივრცე — გიმნაზია GG. მისი დამფუძნებელი — ჯიმშერ ღურწკაია — არა მხოლოდ პედაგოგია, არამედ ადამიანი კულტურის ღრმა წვდომით. სწორედ აქ გაჩნდა იდეა შეექმნათ შემოქმედებითი კოლექტივი, რომელიც აღადგენდა და პოპულარიზაციას გაუწევდა კოლხეთის მუსიკალურ ტრადიციებს.
💡 ანსამბლის დაბადების დღე — 2016 წლის 6 ივნისი. სწორედ ამ დღეს დამტკიცდა დებულება ფოლკლორული ანსამბლის, „ჯიჯიელების“ შექმნის დშესახებ.
🔥 წევრების შერჩევა: 200-ზე მეტი მონაწილე! კონკურსის გამოცხადებისთანავე მასში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ნიჭიერმა შემსრულებელმა მთელი დასავლეთ საქართველოდან. შერჩევას ხელმძღვანელობდა თავად დამფუძნებელი — ბატონი ჯიმშერი. კრიტერიუმი მარტივი, მაგრამ მკაცრი იყო: ✨ „მაყურებელში „ჟრუანტელის“ გამოწვევის უნარი“. საუკეთესოთაგან შეირჩა 14 არტისტი:
→ 4 ვოკალისტი
→ 10 მოცეკვავე
ასე დაარსდა უნიკალური, ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი — „ჯიჯიელები“.
🎶 რეპერტუარი და სტილი პროგრამის საფუძველი შეადგინა:
• საქართველოს ხალხურმა სიმღერებმა
• ტრადიციულმა მელოდიებმა
• ქორეოგრაფიამ ავტორისეული, კოლორიტული სტილით.
"ჯიჯიელებმა", პირველი პროგრამა მაყურებელს წარუდგინეს
2016 წლის 5–7 ოქტომბერს, საკუთარ "მოედანზე", ჯიჯის ივენთ-დარბაზში.
3-ღიანი კონცერტები ხრული ანშლაგებით ჩატარდა — მაყურებელი პატარა არტისტებს ფეხზე მდგომი ესალმებოდა და მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა.
🏆 პროფესიონალმა ხელმძღვანელებმა გზა გაუხსნეს ახალგაზრდა კოლექტივს!
🌍 გზა დიდებისკენ: ფესტივალები, გასტროლები, გრან-პრი ანსამბლმა სწრაფად მოიპოვა აღიარება:
• მონაწილეობა პრესტიჟულ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
• მუდმივი გამარჯვებები — გრან-პრი ყველა ნომინაციაში
• ყოველდღიურმა რეპეტიციებმა და ინტენსიურმა გასტროლებმა თითოეული მონაწილე უფრო მაღალი კლასის პროფესიონალად აქცია.
ახალგაზრდა არტისტები ძველი ქართული ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლებად იქცნენ — ტემპერამენტიანები, გულწრფელები და სცენის შესანიშნავად მცოდნეები.
👥 გუნდი „ჯიჯიელები“დამფუძნებელი: ჯიმშერ ღურწკაია
• არტ-დირექტორი —
თამარ ლატარია • სამხატვრო ხელმძღვანელი — ნანა ნოდია
• ქორეოგრაფი — ელგუჯა მამალაძე
• დამდგმელი რეჟისორი — ლალი ლატარია
• ხმის რეჟისორი და კომპოზიტორი — ლაშა თოდუა
ანსამბლის წევრები:ვოკალი:
• თიკო თოდუა • თათია გაბელია • მარიამ ღულათავა • მარიამ არჩაია
ცეკვა: • გიგი ბუკია • გიორგი შურღაია • ლევან ბებურია • ირაკლი ფაჩულია • საბა ბუკია • კახა ლაგვილავა • ლუკა სვირავა • ლუკა ფარცვანია • თამარ კორკელია • ხატია ბარამია
📸 ფოტოალბომი