სივრცე, სადაც სწავლა სიამოვნებაა!


ჩვენი სასწავლო სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ყოველი მოსწავლე თავს გრძნობდეს კომფორტულად, უსაფრთხოდ და მოტივირებულად.


ინდივიდუალური დიზაინი და ფერების ფსიქოლოგია

დავივიწყოთ ერთფეროვნება! ჯიჯის თითოეული საკლასო ოთახი გამოირჩევა უნიკალური, ინდივიდუალური დიზაინით. ფერადი და შემოქმედებითი გარემო ხელს უწყობს ბავშვებში კრეატიულობის გაღვიძებას და სასწავლო პროცესის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.


ევროპული სტანდარტების ავეჯი

მოზარდების ჯანმრთელობა და სწორი პოზა ჩვენთვის პრიორიტეტია. კლასები აღჭურვილია გერმანული წარმოების მაღალი ხარისხის მერხებითა და სკამებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ უსაფრთხოებისა და ერგონომიკის სტანდარტებს. მრავალფეროვანი ფერების მქონე ავეჯი კლასის ინტერიერს კიდევ უფრო ცოცხალს და მეგობრულს ხდის.

ტექნოლოგიური სიახლეები

თანამედროვე განათლება თანამედროვე ტექნოლოგიებს გულისხმობს. ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია უახლესი სმარტ-დაფებით, რომლებიც ინტეგრირებულია სწრაფ ინტერნეტთან. ეს საშუალებას გვაძლევს, საგაკვეთილო პროცესი ავაწყოთ ინტერაქტიულ, ვიზუალურ და ეფექტურ ფორმატში, რაც ცოდნის ათვისებას ბევრად საინტერესოს ხდის.

კლიმატ-კონტროლი და ბუნებრივი განათება

ჩვენი შენობა ისეა დაპროექტებული, რომ სასწავლო სივრცეები მაქსიმალურად არის მიმართული მზის ბუნებრივი განათებისკენ, რაც ქმნის ჯანსაღ და ნათელ გარემოს. კომფორტის შესანარჩუნებლად, ყველა ოთახში დამონტაჟებულია თანამედროვე საინჟინრო სისტემები: გაგრილება, გათბობა და გამწოვი ვენტილაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერსა და იდეალურ ტემპერატურას წლის ნებისმიერ დროს.

კომფორტი და უსაფრთხოება

  • 🛡️ უსაფრთხოება – ჩვენი პრიორიტეტი, თქვენი სიმშვიდე
  • „ჩემი შვილი ჯიჯიში დაცულია“ – ეს ფრაზა ხშირად ისმის ქალაქში მშობლებისგან. ეს სიტყვები, მათი ნდობა ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა, ამიტომ უსაფრთხოების სისტემა „ჯიჯიში“ მაქსიმალურად ეფექტურია:
  • სრული ვიდეომონიტორინგი: სკოლის მთელი პერიმეტრი, შესასვლელები, სასწავლო სივრცეები და ეზო აღჭურვილია უწყვეტი მოქმედების ვიდეოკამერებით, რაც უზრუნველყოფს სიტუაციის სრულ კონტროლს 24/7 რეჟიმში.
  • მუდმივი ზედამხედველობა: სკოლის ყველა სართულზე, ასევე გარე სივრცეში (ეზოში), მორიგეობენ ადმინისტრატორები, რომლებიც ასრულებენ მანდატურის ფუნქციებს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოსწავლეების გადაადგილებას და მზად არიან ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს ოპერატიულად ჩაერთონ.
  • ფიზიკური უსაფრთხოება: შენობის კონსტრუქცია და დაგეგმარება ემსახურება ბავშვების უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით.
  • უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და ბავშვების კომფორტზე:
  • 👥 მცირე ჯგუფები – ინდივიდუალური მიდგომა
  • ჩვენი კლასები დაკომპლექტებულია მაქსიმუმ 20 მოსწავლით. ეს ოქროს სტანდარტი პედაგოგს საშუალებას აძლევს:
  • დაუთმოს დრო თითოეულ ბავშვს;
  • გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის სასწავლო სტილი და ტემპი;
  • უზრუნველყოს აქტიური ჩართულობა გაკვეთილზე ყველა მოსწავლის მხრიდან.
  • 🌳 პირდაპირი გასასვლელი ეზოში
  • 1-ლი სართულის საკლასო ოთახებს გააჩნია ინდივიდუალური გასასვლელები პირდაპირ ეზოში. ეს ინოვაციური გადაწყვეტილება:
  • უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხო და მოწესრიგებულ გადაადგილებას;
  • საშუალებას აძლევს ბავშვებს, სწრაფად და კომფორტულად გადავიდნენ სასწავლო პროცესიდან აქტიურ დასვენებასა და თამაშზე;
  • ზრდის სასწავლო დღის დინამიურობას და ამცირებს დერეფნებში გროვების დისკომფორტს.

ვიდეო

დაბრუნდი მთავარ გვერდზე გადადი ინგლისურ გვერდზე გადადი რუსულ გვერდზე
Made on
Tilda