✨ სახელწოდების ისტორია

ჩვენი სახელწოდებას, "ჯიჯის", უკან დგას პატივისცემა და ოჯახური ღირებულებები. დამფუძნებლისთვის პრინციპული იყო, რომ სკოლას ეტარებინა მამამისის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ბატონი ალექსანდრე ღურწკაიას სახელი.

სახელწოდების შერჩევისას განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი: „წიგნიერი", „პირველი", „გელათი", „ღურწკაიას გიმნაზია" და სხვა...

პრიორიტეტული ვარიანტი იყო „ღურწკაიას გიმნაზია" (ინგლისურად: Gurtskaya Gymnasium). სწორედ ამ სახელწოდებიდან აღებული პირველი ასოების (GG) ქართულმა ჟღერადობამ ჩამოყალიბა „ჯიჯი".

ეს მოკლე, ორთანხმოვანი სიტყვა, თავდაპირველად მშენებლებმა აიტაცეს და მოფანტეს ჩვენს პატარა ქალაქში, რის შემდეგ სახელწოდების სხვა ვარიანტებს აზრი დაეკარგა. „ჯიჯი" სწრაფად გახდა სკოლის განუყოფელი ბრენდი. ბავშვები სიამოვნებით და სითბოთი წარმოთქვამენ „ჯიჯიში მინდა"- ს, და ეს სწორედ ის ემოციაა, რასაც ვქმნით ჩვენ. ❤️

... თუმცა ჯიჯის ირგვლივ ხშირად ისმის მისი სახელწოდების საინტერესო გამარტებებიც. მაგალითად, არის გავრცელებული მოსაზრება, რომ „ჯიჯი“ მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან — „ჯიჯი“-დან, რომელიც „დიდ ბიძას“, ანუ ბაბუის ძმას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენ სიამოვნებით ვუშვებთ ასეთ ლეგენდასაც: თუ ზოგიერთს, „ჯიჯი“, „დიდი ბიძასთან“ უასოცირდება — ეს მშვენიერია! ❤️😊

Made on
Tilda