ჯიჯი გიმნაზიის პედ-კოლექტივი და თანამშრომლები, დიდი გულისტკივილით და ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ჯიჯი გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი, ჩვენი დიდი ოჯახის მეთაური, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, ბატონი ალექსანდრე ღურწკაია.
ვუსამძიმრებთ და ვუთანაგრძნობთ გიმნაზიის დამფუძნებელსა და მის ოჯახს.