error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
დებულება

 

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 1

 

დამტკიცებულია შპს ალექსანდრე რურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის დირექტორის 20 17 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანებით, დანართი N1

შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯის“ დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯის“ სტატუსი

1. შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ (შემდგომში – „ჯიჯი - გიმნაზია“) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის, შესაბამისად შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით.

 

2. ჯიჯი - გიმნაზია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით, შპს-ს წესდებით, ამ დებულებითა და შინაგანაწესით.

 

მუხლი 2. ჯიჯი - გიმნაზიის მისია

1. ჯიჯი - გიმნაზიის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალი ხარისხი ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. განავითაროს მოსწავლეთა უნარი, დამოუკიდებლად მოახერხონ საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 2

 

თავი II. ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 3. ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურა

ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურა მოიცავს: დირექციას, ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს და მოსწავლეთა თვითმმართველობას.

თავი III. ჯიჯი - გიმნაზიის დირექციის სტრუქტურა და მართვის პრინციპები

მუხლი 4. ჯიჯი - გიმნაზიის დირექცია

1. ჯიჯი - გიმნაზიის დირექცია შედგება: დირექტორის, მოადგილისგან სასწავლო დარგში, მოადგილისგან ეკონომიკურ დარგში,

მუხლი 5. დირექტორი

1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი;

 

2. დირექტორი ვალდებულია დამფუძნებლის წინაშე.

 

3. დირექტორი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შორმის კოდექსით“, სამოქალაქო კოდექსით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, დირექტორის ეთიკის კოდექსით, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის წესდებითა და შინაგანაწესით.

 

4. სამუშაო აღწერილობა

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 3

 

ა) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო და ფინანსური საქმიანობის მართვა;

ბ) განახორციელოს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების მართვა;

გ) დაგეგმოს და მართოს პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო სატრენინგო მომსახურების გაწევა;

დ) დაამტკიცოს ორგანიზაციის შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები;

ე) დამფუძნებელთან შეთანხმებით დაამტკიცოს ჯიჯი - გიმნაზიის დებულება, მისია, სასკოლო სასწავლო გეგმა და საშტატო განრიგი;

ვ) ზედამხედველობა გაუწიოს დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ზ) შეიმუშაოს ჯიჯი - გიმნაზიის განვითარების ექვსწლიანი და ერთწლიანი სამოქმედო

გეგმა;

თ) განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული მიმართულებების ოპერატიული მართვა (მოიწვიოს სხდომები, თათბირები), გასცეს მითითებები, გამოსცეს ბრძანებები;

ი) წარმოადგინოს ორგანიზაცია მესამე პირებთან ურთიერთობაში;

კ) პასუხისმგებელია განათლების რეფორმის, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისიიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 4

 

მ) უფლებამოსილია მოითხოვოს სასწავლო დროს ან ჯიჯი - გიმნაზიის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ან გარეშე პირთა გადაადგილება.

მუხლი 6. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

1. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში სამსახურებრივად უშუალოდ

 

ექვემდებარება დირექტორს;

3. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით;

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) დაგეგმვა და უშუალო ზედამხედველობის გაწევა სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროცესისთვის;

ბ) დირექტორთან ერთად მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგის შეფასება, საჭიროების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

გ) თანამშრომელთა გამოუცხადებლობისა და ჩანაცვლებული და ჩამნაცვლებელი პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და მიწოდება დირექტორისათვის;

დ) დირექტორთან ერთად სასწავლო საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 5

 

ე) დირექტორთან ერთად საკლასო საქმიანობის ორგანიზება;

ვ) დირექტორთან ერთად მიმდინარე სასწავლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელების უზრუნველყოფა;

ზ) დირექტორთან ერთად პედაგოგთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, პედაგოგთა კომპეტენციისა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი და შეფასება.

რეკომენდაციების და გაუმჯობესების გზების შემუშავება;

თ) დირექტორთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და მათი პერიოდული ადაპტირება;

ი) საქმიანობის კუთხით, სამსახურეობრივ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლებისგან ინფორმაციის შეგროვება და დირექტორთან ერთად მიღებული ინფორმაციის ანალიზი;

კ) ოპერატიული შეხვედრების ჩატარება კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან მიმდინარე საკითხებზე;

ლ) ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი თვითშეფასების

კითხვარისა და ანგარიშის მომზადებში მონაწილეობის მიღება;

მ) პედაგოგთა პროფესიული საჭიროებების დადგენა, მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და მათი გეგმაზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) მიმდინარე საკითხებზე კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან შეხვედრების ჩატარება;

ო) პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნის ხელშეწყობა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 6

 

პ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორის სხვა დავალებებს.

მუხლი 7. დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ დარგში

1. დირექტორის მოადგილეს ეკონომიკურ დარგში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ დარგში სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ დარგში თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სამოქალაქო კოდექსით, საქართველოში მოქმედი სხვა შესაბამისი კანონებითა და ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებითა და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით;

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზებას;

ბ) ახორციელებს საბუთების გაფორმებას და აკონტროლებს ჩატარებული ოპერაციების კანონიერებას;

გ) ახორციელებს სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ფულადი სახსრებისა და მისთვის მინდობილი მატერიალური ფასეულობების დაცვას, ჯიჯი - გიმნაზიის თანამშრომელთა ხელფასების დროულ ანგარიშსწორებას;

დ) აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებას;

ე) ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვასა და რეგისტრაციას ელექტრონულ პროგრამაში, აგრეთვე ბუღალტრული დოკუმენტების შენახვას და არქივაციას; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 7

 

ვ) საგანმანათლებლო რესუსრსცენტრში, მოთხოვნის შესაბამისად წარადგენს

ინფორმაციას მოსწავლეების შესაბამისი ფინანსური ვაუჩერის ხარჯვის შესახებ;

ზ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობას იღებს ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს, რომელსაც ასახავს შედარების უწყისში;

ი) ადგენს ჯიჯი - გიმნაზიის ბალანსს და წარუდგენს დირექტორს განსახილველად;

კ) ახდენს დაწესებულების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს;

ლ) ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.

თავი IV. ჯიჯი - გიმნაზიის ადმინისტრაციის სტრუქტურა და მართვის პრინციპები

მუხლი 8. ჯიჯი - გიმნაზიის ადმინისტრაცია

1. ჯიჯი - გიმნაზიის ადმინისტრაცია შედგება: საქმეთა მმართველის, ბიბლიოთეკარის, ექიმის, IT მენეჯერის, დაცვისა და დამლაგებლებისაგან.

მუხლი 9. საქმეთა მმართველი

1. საქმეთა მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. საქმეთა მმართველი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. საქმეთა მმართველი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის N414 ბრძანებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 8

 

 

4. სამუშაო აღწერილობა;

 

ა) უზრუნველყოფს შემოსული წერილების და სხვა დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დახარისხებას და შენახვას;

ბ) უზრუნველყოფს შემოსული წერილების და სხვა დოკუმენტების დირექტორისთვის დანიშნულებისამებრ გადაცემა/დაგზავნას;

გ) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიაში შემოსული და მომზადებული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალების წარმოებას;

დ) უზრუნველყოფს საკადრო დოკუმენტაციის აღრიცხვას და შენახვას;

ე) უზრუნველყოფს მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების

მოწესრიგებას;

ვ) უზრუნველყოფს მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირებას;

ზ) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიაში არსებული დოკუმენტაციის დაარქივებას და დაცვას;

თ) უზრუნველყოფს დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში ტექნიკურ შესრულებას, დაბეჭდვას, ასლის გადაღებას, დოკუმენტების ბლანკების შემუშავებას;

ი) აკონტროლებს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;

კ) უზრუნველყოფს დირექტორის ბრძანების, განკარგულების, დავალების ადრესატებამდე მიტანას;

ლ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად გაცემას; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 9

 

მ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულებას.

მუხლი 10. ბიბლიოთეკარი

1. ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

2. ბიბლიოთეკარი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. ბიბლიოთეკარი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითა და მეთოდური მასალებით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, ჯიჯი - გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ჯიჯი - გიმნაზიის ბიბლიოთეკის მართვას;

ბ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის გამართულ მუშაობას, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით;

გ) დირექციის წინაშე აყენებს საკითხს ბიბლიოთეკისათვის საჭირო ფინანსებისა და მისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ყველა სხვა ინვენტარით უზრუნველყოფის შესახებ;

დ) ამყარებს კავშირს სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან;

ე) ხელს უწყობს ბიბლიოთეკის მუდმივ განახლებას; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 10

 

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს საბიბლიოთეკო ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით;

ზ) დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს ფონდის კატალოგიზაცია-კლასიფიკაციას;

თ) უზრუნველყოფს წიგნადი ფონდის მოწესრიგებას;

ი) აწარმოებს ბიბლიოთეკის წევრთა რეგისტრაციას;

კ) აწარმოებს მკითხველთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;

ლ) უზრუნველყოფს საჭირო წიგნებისა და სახელმძღვანელოების დროულად გამოწერას;

მ) უზრუნველყოფს მკითხველთათვის საჭირო მასალის დროულად მიწოდებას;

ნ) რეკომენდაციას უწევს მკითხველს მხატვრული ლიტერატურის შერჩევისას ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.

მუხლი 11. ექიმი

1. ჯიჯი - გიმნაზიის ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. ჯიჯი - გიმნაზიის ექიმი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. ჯიჯი - გიმნაზიის ექიმი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 11

 

 

კოდექსით“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას მოსწავლეებსა და ჯიჯი - გიმნაზიაში დასაქმებულ პირებს. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ჯიჯი - გიმნაზიაში მყოფ ნებისმიერ პირს (ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესიის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს);

ბ) საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს ჯიჯი - გიმნაზიაში არსებული ავადობის შემთხვევებს და შეიმუშავებს შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს;

გ) ჯიჯი - გიმნაზიაში ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში

ახორციელებს აუცილებელ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით;

დ) თვეში ერთხელ (ასევე საჭიროების შემთხვევაში) ახორციელებს ჯიჯი - გიმნაზიაში სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ღონისძიებების კოორდნაციას და ინსტრუქტირებას; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 12

 

ე ყოველდღიურად ახორციელებს კლასების, დერეფნების, სასადილოს და სველი წერტილების სისუფთავის მონიტორინგს და გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დირექტორს;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის/სემესტრის სრულფასოვნად დაწყებისთვის;

ზ) აწარმოებს ჯიჯი - გიმნაზიის მოსწავლეთა რეესტრს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის მითითებით;

თ) მშობლის განცხადების საფუძველზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოზის მქონე მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა და სხვა) და უზრუნველყოფს დანიშნულების შესაბამისად მათთვის სამედიცინო პრეპარატების მიწოდებას;

ი) მუდმივ მზადყოფნაში აქვს სამედიცინო კაბინეტი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასებას, უზრუნველყოფს დარღვევების დროულ გამოვლენას და დირექციის ინფორმირებას;

ლ) უზრუნველყოფს სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას და შესაბამისი ინფორმაციის შეტანას;

მ) ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და ტრავმატიზმის პრევენციას;

ნ) გეგმავს და ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების პრევენციისადმი მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;

ო) ჯიჯი - გიმნაზიაში მისაღებ და ჩარიცხულ მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 13

 

პ) მოსწავლეებთან, ჯიჯი - გიმნაზიის პერსონალთან და მშობლებთან/მეურვეებთან, სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლების მიზნით, გეგმავს და პერიოდულად ატარებს ლექცია-სემინარებს;

ჟ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს დირექტორის მიერ დამტკიცებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმების შესაბამისად;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის დავალებებს.

მუხლი 12. IT მენეჯერი

1. IT მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. IT მენეჯერი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. IT სპეციალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას (გაფართოება და მომსახურება);

ბ) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის შიდა ქსელური სერვისების პროგრამულად გამართვას;

გ) უზრუნველყოფს IT ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ჯიჯი - გიმნაზიის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და ჯიჯი - გიმნაზიის სხვა თანამშრომლებისთვის შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 14

 

უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში კონსულტაციების გაწევას;

ე) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებას;

ვ) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას;

ზ) ახორციელებს ოპერაციული სისტემების შერჩევას, დაყენებას და ოპტიმიზაციას;

თ) უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამების განახლებას, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ჩაწერას, განახლებას და გამართვას;

ი საჭირეობის შემთხვევაში გამოცდების დროს უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის გამართულ მუშაობას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.

მუხლი 13. ტექნიკური მენეჯერი

1. ჯიჯი - გიმნაზიის ტექნიკურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. ჯიჯი - გიმნაზიის ტექნიკური მენეჯერი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. ჯიჯი - გიმნაზიის ტექნიკური მენეჯერი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, სამოქალაქო კოდექსით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორისა მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

 

4. სამუშაო აღწერილობა:

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 15

 

ა) ხელმძღვანელობს ჯიჯი - გიმნაზიის სამეურნეო საქმიანობას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს ჯიჯი - გიმნაზიის ქონებას, ავეჯს, ინვენტარს, მატერიალურ აქტივებს;

გ) ჯიჯი - გიმნაზიის თანამშრომლებს უზრუნველყოფს საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის დასაწყებად;

ე) ახორციელებს სამეურნეო მომსახურების და ჯიჯი - გიმნაზიის შენობის, კლასების, სასწავლო კაბინეტების, სპორტული მოედნის/დარბაზის, კვების ბლოკის და სხვა ნაგებობების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;

ვ) რაციონალურად ხარჯავს ჯიჯი - გიმნაზიის მატერიალური საშუალებებს;

ზ) ხელმძღვანელობს ჯიჯი - გიმნაზიის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 16

 

თ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დამხმარე პერსონალის მუშაობას;

ი) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის ქონების საინვენტარიზაციო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს ჯიჯი - გიმნაზიის ქონების ინვენტარიზაციაში, დროულად ადგენს ანგარიშგებას და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს ჯიჯი - გიმნაზიის სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების დროულ და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით;

ლ) უზრუნველყოფს შრომის დაცვის ზომების შესრულებას ჯიჯი - გიმნაზიის შენობანაგებობის, ტექნოლოგიური და ელექტროტექნიკის ექსპლუატაციისას. ატარებს მათ პერიოდულ შემოწმებას და მიმდინარე რემონტს;

მ) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის ტერიტორიაზე მძიმე ნივთების გადატანის, ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის, ჯიჯი - გიმნაზიის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოებას;

ნ) კონტროლს უწევს ჯიჯი - გიმნაზიის შენობა-ნაგებობების ხანძარუსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის ორაგნიზებას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;

ო) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის და მენეჯერ-ადმინისტრატორის სხვა დავალებებს.

მუხლი 14. დამლაგებელი

1. დამლაგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. დამლაგებელი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება მენეჯერ-

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 17

 

ადმინისტრატორს;

3. დამლაგებელი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

 

4. დამლაგებლის სამუშაო აღწერილობა:

 

ა) უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის შიდა და გარე ფართის და სასწავლო ინვენტარის (მერხები, მაგიდები, თაროები, კომპიუტერები და სხვა) გაწმენდას საწმენდი საშუალებებით. კარადების, სათავსოების, უჯრების მოწესრიგებას, ყოველდღიურად სველი წესით დამუშავებას;

ბ) ყოველი სასწავლო დღის შემდეგ უზრუნველყოფს საკლასო ოთახების განიავებას არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში;

გ) უზრუნველყოფს სანიტარული კვანძების (ტუალეტი, ნიჟარები, უნიტაზები) სისუფთავეს;

დ) ყოველი სამუშაო თვის მე-2 და მე-4 კვირას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და სასწავლო ფართის გენერალურ დასუფთავებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჯიჯი - გიმნაზიის ექიმის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას;

ვ) ზაფხულის განმავლობაში, ნარჩენებისგან ასუფთავებს ჯიჯი - გიმნაზიის ტერიტორიას, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილსა და ძირითად სავალ გზებს, რწყავს ნარგავებს და გაზონებს; ასრულებს მწვანე ნარგავების სეზონურ (საშემოდგომო-საგაზაფხულო) სამუშაოებს (ბარვა, გასხვლვა და სხვა.);

ზ) ყოველდღიურად ასუფთავებს კონტეინერებსა და მის მიმდებარე ტერიტორიას;

თ) ზამთრის პერიოდში ასუფთავებს შენობის ცენტრალურ შესასვლელს თოვლისგან და საჭიროების შემთხვევაში ყრის ცენტრალურ შესასვლელში ტექნიკურ მარილს. შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 18

 

თოვლისაგან ათავისუფლებს სავალ ნაწილს, შენობასთან მისასვლელ ადგილებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის დავალებებს.

თავი V. ჯიჯი - გიმნაზიის თვითმმართველი ერთეულები, წევრები და მართვის პრინციპები

მუხლი 15. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის ჯიჯი - გიმნაზიის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ჯიჯი - გიმნაზიის საგნობრივ კათედრებში გაერთიანებული ყველა პედაგოგი, რომელიც ჯიჯი - გიმნაზიაში ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას ჯიჯი - გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 

2. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

 

საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

 

4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

 

5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა;

 

6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე;

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 19

 

 

7. პედაგოგიური საბჭო:

 

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დირექციის მიერ მომზადებულ ჯიჯი - გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სასკოლო სასწავლო გეგმას ან მასში შესატან ცვლილებებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, საგნის მასწავლებლის, მოადგილის სასწავლო დარგში და ექიმის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;

დ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, განსაზღვრავს სასწავლო მასალას, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

მუხლი 16. საგნობრივი კათედრები

1. ჯიჯი - გიმნაზიაში ფუნქციონირებს შემდეგი საგნობრივი კათედრები რომლებიც აერთიანებს საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს:

 

ა) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა;

გ) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა;

დ) ესთეტიკური აღზრდის კათედრა:

2. მასწავლებელი შეიძლება იყოს ორი კათედრის წევრი;

 

3. საგობრივი კათედრის მიზნები და ამოცანებია:

 

ა) კონკრეტული საგნის/საგნობრივი ჯგუფისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 20

 

ბ) სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და საგანმანათლებლო სხვა რესურსების შერჩევა;

გ) შემაჯამებელი დავალებების ფორმების შერჩევა, შემაჯამებელი დავალებების პაკეტების მომზადება და მოსწავლეთა შესაძლებლობების ანალიზი;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ლექცია-სემინარების,

კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ე) სასკოლო კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) მასწავლებელთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;

ზ) მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა;

თ) ჯიჯი - გიმნაზიის საგნობრივ სხვა კათედრებთან ურთიერთობა;

ი) თემატური სასწავლო გეგმების შემუშავება და ჯიჯი - გიმნაზიის დირექტორთან დასამტკიცებლად წარდგენა.

4. ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა აერთიანებს შემდეგი საგნის მასწავლებლებს: ქართული ენა და ლიტერატურა, ჩვენი საქართველო, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება.

 

5. უცხოური ენების კათედრა აერთიანებს შემდეგი საგნების მასწავლებლებს: ინგლისური ენა და რუსული ენა;

 

6. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა აერთიანებს შემდეგი საგნების მასწავლებლებს: ბუნებისმეტყველება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გარემო და მდგარადი განვითარება, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში;

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 21

 

 

7. მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა აერთიანებს შემდეგი საგნების მასწავლებლებს:

 

მათემატიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

8. ესთეტიკური აღზრდის კათედრა აერთიანებს შემდეგი საგნების მასწავლებლებს: მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი.

 

9. საგნობრივი კათედრა იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ;

 

10. საგნობრივ კათედრის სხდომას იწვევს კათედრის ხელმძღვანელი;

 

11. საგნობრივი კათედრის რიგგარეშე სხდომების მოწვევა და ჩატარება:

 

ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს კათედრის ხელმძღვანელს/კათედრის წევრი მასწავლებლების 1/3;

ბ) კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ წევრები განფრთხილებულნი უნდა იყვნენ ერთი სამუშაო დღით ადრე მაინც განსახილველი საკითხების მითითებით.

1. საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელს ხელშეკრულების მოქმედების ვადით ნიშნავს ჯიჯი - გიმნაზიის დირექტორი;

 

2. საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს კათედრის ან ჯიჯი - გიმნაზიის დირექციის ან ადინისტრაციის წევრი;

 

3. საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, სასკოლო სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 22

 

 

4. საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელის ფუნქციები:

 

ა) უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ორგანიზებას;

ბ) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელს აწერს სხდომის ოქმს;

გ) იმ შემთხვევაში, სხდომაზე თუ ხმათა რაოდენობა გაიყო გადაწყვეტილებას იღებს საკითხთან დაკავშირებით;

დ) სასწავლო წლის ბოლოს ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ ჯიჯი - გიმნაზიის დირექციისა და სხვა კათედრების წევრების წინაშე, ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

ე) უზრუნველყოფს კათედრის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებასა და კოორდინაციას;

ვ) ესწრება გაკვეთილებს, მასწავლებელთან ერთად არცევს გაკვეთილის მსვლელობას და აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენერებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) დირექტორს.

5. საგნობრივი კათედრის წევრი შეიძლება იყოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;

 

6. საგნობრივი კათედრის წევრის უფლება-მოვალეობები:

 

ა) დანიშნულ იქნას საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელად;

ბ) დაესწროს სხდომებს; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 23

 

გ) იზრუნოს საგნობრივი კათედრის ფუნქციონირებაზე და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) საგნობრივი კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;

ე) ინიციატივით შევიდეს სხდომაზე და განსახილველად დააყენოს მისთვის აქტუალური საკითხი;

ვ) იზრუნოს საკუთარ და სხვათა პროფესიულ განვითარებაზე.

7. საგნობრივი კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კათედრის წევრების 2/3;

 

8. საგნობრივი კათედრა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;

 

9. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კათედრის თავმჯდომარე.

 

მუხლი 17. მასწავლებელი

1. მასწავლებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

 

2. მასწავლებელი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული სასწავლო გეგმით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, სასკოლო სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით.

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 24

 

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) ჯიჯი - გიმნაზიაში ცხადდება გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და რჩება შინაგანაწესით და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო დროის შესაბამისად ყოველდღიური საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით;

ბ) სასწავლო პროცესში ნერგავს სწავლებისა და სწავლის ახალ ტექნოლოგიებს;

გ) იყენებს ტექნიკურ საშუალებებს, თვალსაჩინო და დიდაქტიკურ რესურსებს;

დ) მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას არის ტაქტიანი, კორექტული, კომუნიკაბელური და იცავს ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს“;

ე) ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას;

ვ) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის მიზნით, ზრუნავს მშობლების ჩართულობაზე და აღმზრდელობითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებაზე;

ზ) უზრუნველყოფს მოსწავლის ხშირ და მრავალმხრივ შეფასებას;

თ) უფრთხილდება და ყურადღებას აქცევს მოსწავლეების მიერ სასკოლო ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების, სახელმძღვანელოებისა და წიგნადი ფონდის გამოყენებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელის, დირექტორის მოადგილეს.

მუხლი 18. დამრიგებელი

1. კლასის დამრიგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 25

 

 

2. კლასის დამრიგებელი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს;

 

3. კლასის დამრიგებელი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული სასწავლო გეგმით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, მოსწავლის ქცევის კოდექსით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესით, ჯიჯი - გიმნაზიის დებულებით, სასკოლო სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და მითითებებით;

 

4. სამუშაო აღწერილობა:

 

ა) დილით, სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ცხადდება ჯიჯი - გიმნაზიაში და სასწავლო დღის დასრულებამდე არ ტოვებს ჯიჯი - გიმნაზიას;

ბ) დამრიგებელი უფლებამოსილია, დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ;

გ) ყოველი ახალი კლასის მიღების დროს ყოფილი დამრიგებლისგან იბარებს კლასის დოკუმენტაციას, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ დაწერილი კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალურ დახასიათებებს;

დ) შესვენებაზე თვალყურს ადევნებს კლასს;

ე) მოსწავლეს გაკვეთილებიდან ათავისუფლებს დირექციის წევრის თანხმობის შემდეგ;

ვ) აკონტროლებს სადამრიგებლო კლასში შემსვლელ მასწავლებელთა მიერ

ჟურნალის წარმოების სისტემატურობას;

ზ) იცავს საკლასო ჟურნალის წარმოების წესებს. დარღვევის შემთხვევაში აცნობებს ჟურნალის წარმოების მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირს; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 26

 

თ) დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში აწვდის ინფორმაციას მოსწავლეთა

გაცდენების შესახებ;

ი) გეგმავს ექსკურსიებს და ჯიჯი - გიმნაზიის დირექციასთან შეთანხმებით ახორციელებს მათ;

კ) ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში;

ლ) მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ახორციელებს ეფექტურ კომუნიკაციას, იჩენს კეთილგანწყობას და ქმნის პარტნიორულ ატმოსფეროს;

მ) ახორციელებს საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიურ შემოწმებას;

ნ) სასწავლო წლის დასაწყისშივე ახდენს მოსწავლისა და მათი მშობლების ინფორმირებას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;

ო) თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევში, უზრუნველყოფს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მიმღები სკოლისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადებას და პასუხს აგებს მის სიზუსტეზე;

პ) ინდივიდუალური შეხვედრების დროს მშობლებს აცნობს შვილის მოსწრებისა და ქცევის შესახებ ინფორმაციას; დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ მეორე მშობელთან ან მის თანდასწრებით საუბარი;

ჟ) მოსწავლის მიერ სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, არკვევს გაცდენის მიზეზს ყოველი ასეთი შემთხვევისას;

რ) პერიოდულად ეკითხება სხვა მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატებების შესახებ. დამრიგებელი ასევე პასუხისმგებელია ყოველი სემესტრის და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად და შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 27

 

ზუსტად შეტანაზე საკლასო ჟურნალის შესაბამის გვერდებზე და მოსწავლის პირად საქმეში;

ს) ორგანიზებას უკეთებს ჯიჯი - გიმნაზიის მიერ მოწვეულ მშობელთა კრებებს;

ტ) სემესტრისა და წლის ბოლოს დამრიგებელი წარუდგენს ანგარიშს სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში კლასში შესრულებული სამუშაოების შესახებ;

უ) ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში წარუდგენს ანგარიშს;

უ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.

მუხლი 19. მოსწავლეთა თვითმმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს;

 

2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს;

 

3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

 

ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 28

 

ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს არმასრულებელი დირექტორი;

გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისი საფეხურის ყველა მოსწავლეს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, თავისი კლასის საფეხურის შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;

ვ) იმ შემთხვევაში თუ საბაზო ან საშუალო საფეხურზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე;

თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოება ხორციელდება დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას;

 

5. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 29

 

ა) უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესთან დაკავშირებით;

ბ) უფლებამოსილია დირექტორს წარუდგინოს წინადადებები ჯიჯი - გიმნაზიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;

გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით წარადგენს წინადადებას დირექტორთან გიმნაზიის კლუბის შექმნასთან დაკავშირებით.

6. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე ან პირადი განცხადების საფუძველზე.

 

თავი VI. ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურული ერთეულები და მუშაობის პრინციპები

მუხლი 20. სამედიცინო კაბინეტი

1. ჯიჯი - გიმნაზიის სამედიცინო კაბინეტი წარმოადგენს ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს პირველად სამედიცინო დახმარებას, ჯიჯი - გიმნაზიის თანამშრომელთა და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს;

 

2. სამედიცინო კაბინეტი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები, ჯიჯი - გიმნაზიის შინაგანაწესი, ჯიჯი - გიმნაზიის დებულება, დირექტორის სამართლებრივი აქტები;

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 30

 

 

3. სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით;

 

4. სამედიცინო კაბინეტი მუშაობს ყოველ სასწავლო დღეს 08:45-დან 17:00-მდე;

 

5. სამედიცინო პუნქტის საქმიანობას წარმართავს ექიმი.

 

მუხლი 21. ჯიჯი - გიმნაზიის ბიბლიოთეკა

1. ჯიჯი - გიმნაზიის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს.

 

2. ბიბლიოთეკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

 

3. ბიბლიოთეკა ფლობს სხვადასხვა დარგის სასწავლო, სამეცნიერო–პოპულარულ, მხატვრული და სხვადასხვა მეთოდური შინაარსის პროფილურ საბიბლიოთეკო ფონდს და პერიოდიკას;

 

4. საბიბლიოთეკო ფონდის გამოყენება, სარგებლობის წესები და მომსახურების ფორმები განისაზღვრება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით;

 

5. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი;

 

მუხლი 22. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს კვირაში 5 დღის (ორშბათი-პარასკევი) განმავლობაში 09:00 საათიდან, 17:00 საათამდე;

2. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა და მკითხველის ბარათის შევსება.

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 31

 

 

3. ბიბლიოთეკაში მოქმედებს ანბანური კატალოგის სისტემა;

4. წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე ხელზე გატანით (თუ საცავში ინახება არანაკლებ 2 ერთეულისა).

5. წიგნადი ერთეულის ხელზე გატანის ერთი ვადა განისაზღვრება 7 დღით;

6. იმ შემთხვევაში თუ ხელზე გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი, მკითხველს შეუძლია, მიმართოს ბიბლიოთეკარს;

7. დაუშვებელია, წიგნზე, პერიოდულ გამოცემაზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა;

8. დარღვევების შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელი ადგენს აქტს, ხოლო დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ დარგში ამზადებს ფინანსურ სანქციას, იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო მისი აღდგენის ან ახლის შეძენისათვის. მკითხველი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილი საზღაური;

9. საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, ბიბლიოთეკის თანამშრომლისა და მკითხველის მონაწილეობით უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, სადაც მინიშნებული იქნება ერთეულის ღირებულება.

10. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით;

11. ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა უნდა წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი წიგნი;

12. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;

13. დარბაზიდან წიგნადი ერთეულის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომელთან რეგისტრაციის გარეშე ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად, რისთვისაც დაისმება ამ მოსწავლის საკითხი ჯიჯი - გიმნაზიის დირექციის წინაშე.

 

მუხლი 23. ჯიჯი - გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორია შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 32

 

 

1. ჯიჯი - გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორია წარმოადგენს ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელშიც განთავსებულია სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანმანათლებლო რესურსები;

 

2. ლაბორატორიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და კონკრეტული კლასის/კლასების საგნის/საგნების სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა;

 

3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიას (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი;

 

4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) აღჭურვილია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური რესურსის პარამეტრების თაობაზე რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 09 აგვისტოს N572 ბრძანების შესაბამისად;

 

5. ლაბორატორიის გამოყენებისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება ლაბორატორიით სარგებლობის წესით.

 

მუხლი 24. ჯიჯი - გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორიით სარგებლობის წესი

1. ლაბორატორიაში მოსწავლეები დაიშვებიან გაკვეთილების ცხრილით განსაზღვრული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების რომელიმე საგნის გაკვეთილისას საგნის მასწავლებლის ან ლაბორატორიის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ;

 

2. ლაბორატორიაში პირი დაიშვება ლაბორატორიის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ;

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 33

 

 

3. ლაბორატორიის მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს სათანადო აღჭურვილობა მისი მოხმარების აღწერილობის მიხედვით;

 

4. გაკვეთილის მიმდინარეობისას ლაბორატორიის კარი უნდა იყოს დახურული;

 

5. ექსპერიმენტის, ცდის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლის მიერ ლაბორატორიულ ამოცანაზე დაშვების მიღების შემდეგ;

 

6. ლაბორატორიულ ამოცანაზე დაშვების მისაღებად მოსწავლე მასწავლებლისგან უნდა გაეცნოს ლაბორატორიული ამოცანის აღწერას და მისი შესრულების უსაფრთხოების წესებს;

 

7. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელმა/მოსწავლემ ხელსაწყო უნდა გამორთოს. სამუშაო ადგილი მოაწესრიგოს და ლაბორატორია მასწავლებლისგან ჩაბარდეს ლაბორატორიის ხელმძღვანელს;

 

8. აწყობილი ხელსაწყოს ჩართვამდე მოსწავლე ვალდებულია აჩვენოს მასწავლებელს მომზადებული დანადგარი, ექსპერიმენტის, ცდის შესრულების მსვლელობის ჩასაწერად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადებული დაკვირვების ჟურნალი;

 

9. დაუშვებელია ელექტრონულ ხელსაწყოებთან მუშაობა სველი ხელით. დიდი ტევადობის კონდენსატორებთან მუშაობისას აუცილებელია ინდვიდუალური უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება - დამცავი ხელთათმანი, იზოლურებული სახელურები, დამჭერები და ა.შ. მომჭერებზე ძაბვის არსებობის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ იზოლირებული სახელურის მქონე ტესტერით;

 

10. დაუშვებელია ელექტრო ხელსაწყოების არაიზოლირებულ მომჭერებთან დაუცველი

 

ხელის შეხება;

11. თხევადი და მყარი სხეულების გახურებისას დაუშვებელია ჭურჭელში ზემოდან

 

ჩახედვა; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 34

 

 

12. დაუშვებელია ლაზერის სხივის ან მისი ანარეკლის მიმართვა თვალში;

 

13. დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები;

 

14. მინის საგნების გატეხვის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ გასუფთავდეს ლაბორატორია მინის ნარჩენებისგან;

 

15. აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება. პირადი ნივთების შენახვა;

 

16. სამუშაოს შესრულების შემდეგ ლაბორატორიიდან გასვლის წინ მოსწვალე ვალდებულია დაიბანოს ხელი;

 

17. ინფორმაცია უბედური შემთხვევის და აშკარა ან პოტენციური დაზიანების/საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექტორს.

 

მუხლი 25. ლაბორატორიის ხელმძღვანელი

1. ლაბორატორიის ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს ლაბორატორიას ლაბორატორიით სარგებლობის წესის შესაბამისად;

 

2. ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მოადგილის სასწავლო დარგში წინაშე;

 

3. ლაბორატორიის ხელმძღვანელის ფუნქციებია:

 

ა) ლაბორატორიის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სხვადასხვა სასკოლო და საუნივერსიტეტო ლაბორატორიებთან კავშირის დამყარება; შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 35

 

გ) ლაბორატორიის ინვენტარის პერიოდული აღწერა აღნუსხვა და ლაბორატორიისათვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის შესახებ დირექციის წინაშე საკითხის დაყენება;

დ) ლაბორატორიის სასწავლო სივრცის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯიჯი - გიმნაზიის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ჯიჯი - გიმნაზიაში დასაქმებულ პირთათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მოადგილის სასწავლო დარგში და დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

თავი VII. ჯიჯი - გიმნაზიის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, საქმიანობის კონტროლი

მუხლი 26. ჯიჯი - გიმნაზიის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შექმნილია შესაბამისი ქონება, უძრავი და მოძრავი ნივთები, შენობა-ნაგებობა, სპორტული მოედანი, წიგნადი ფონდი, საოფისე და ლაბორატორიული აღჭურვილობა, ავეჯი, მერხები, სკამები და სხვა ინვენტარი.

მუხლი 40. ჯიჯი - გიმნაზიის ფინანსები

1. ჯიჯი - გიმნაზიის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა სწავლების საფასურით და სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული დაფინანსებით;

 

2. ჯიჯი - გიმნაზიას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი

შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი”

2017 წლის 30 იანვრის N01-04/02 ბრძანება. დანართი N1 36

 

 

ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.

 

3. ჯიჯი - გიმნაზიას ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბალანსზე.

 

მუხლი 41. ჯიჯი - გიმნაზიის საქმიანობის კონტოლი

1. ჯიჯი - გიმნაზიის საქმიანობის კონტროლს ახორციელებენ დამფუძნებელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოები კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 

2. ჯიჯი - გიმნაზია, ყოველი წლის 1-ლი მაისიდან 30 ივნისამდე პერიოდში, ელექტრონული ფორმით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს თვითშეფასების ყოველწლიურ ანგარიშს;

 

3. საჭიროებიდან გამომდინარე, ჯიჯი - გიმნაზია უფლებამოსილია, განათლების ხარისხის დადგენის მიზნით, მოიწვიოს გარე შემფასებელი (განათლების ექსპერტი).

 

თავი VII. ჯიჯი - გიმნაზიის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

მუხლი 42. ჯიჯი - გიმნაზიის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

ჯიჯი - გიმნაზიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დამფუძნებელთან შეთანხმებით დირექტორის მიერ.

21 აგვისტო, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.