ჩემო შვილებო და შვილიშვილებო!
ჩემო ძვირფასო მშობლებო!
პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი დიდი მადლიერება თქვენს მიმართ და თავდახრილმა გითხრათ “დიდი მადლობა” იმ ნდობისთვის, რომელიც გამოხატეთ ჩვენს მიერ შექმნილი დაწესებულების მიმართ. თქვენ ნდობა გამოგვიცხადეთ თქვენი შვილების აღრზდისა და განათლების საკითხში - რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს ფაქტი გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას თავად მე, როგორც მესაკუთრეს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს ჩართულია ამ პროცესში. განსაკუთრებული მადლობა იმ ჩვენი პირველი “მერცხლების” მშობლებს, რომლებმაც ნდობა იმ პირობებში გამოგვიცხადეს, როცა სკოლა ჯერ კიდევ ხარაჩოებში იყო,იმ მდგომარეობაში, როცა შენობის სილამაზის, აღჭურვილობის და თანამედროვე მეთოდიკის გეგმები, რეგიონალურ ტრადიციებთან შესაბამისად მხოლოდ სადღერგძელოებში ითქმებოდა. სწორედ ასეთი მშობლების აღზსაზრდელების წინსვლა და საერთაშორისო მასშტაბით წარმატებების მიღწევა არის ჩემი მისია და მიზანი. არა ერთხელ მითქვამს - შექმნილით კყმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა ჩვენი ბავშვები “დიდი გზიდან” მობრუნდებიან და სკოლის კედლებს მადლიერების ნიშნად მოეფერებიან. ეს იქნება ჩემთვის და ჩემი დიდი ოჯახისთვის განუზომელი ბედნიერება. მაშინ მივიღებთ იმ დიდ “მოგებას”, რომელსაც უნდა გულისხმობდეს კერძო საქმე. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ ჩანაფიქრის განხორციელებას, როცა ვიამაყებთ ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებით.
როგორც შეამჩნიეთ მშენებლობის პროცესი არ დამთავრებულა. გიმნაზია, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველთვის იქნება ხარაჩოებში. დასრულებულის გრძნობა ღმერთმა არ მოგვივლინოს. სანამ ფიზიკურად ვარსებობ, ვიზრუნებ ისეთი მექანიზმების შექმნაზე, რომლის გამოყენება ადამიანური ფაქტორის გარეშეც შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჯიჯიში პარალელური მმართველობის სტრუქტურები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვას. გიმნაზიის დირექტორი უნდა ზრუნავდეს არა სამეურნეო საკითხების მოგვარებაზე, არამედ აკადემიურ დარგში თანამედროვე სისტემების მოძიებასა და გიმნაზიაში დანერგვაზე. მმართველობის ახალი მეთოდი - ეს ერთერთი ნოუ-ჰაუა სხვა კონკურენტ-მეგობრებთან შედარებით. ამავე დროს სიამოვნებით ვიტრაბახებ ისეთი სიახლეებით, როგორიცაა მშობლებთან ურთიერთობა,კვება, ეთიკური, კულტურული და სპორტული აღზრდა, რაც აუცილებელია ცოდნის ათვისების პროცესის პარალელურად. ჩვენს მიერ მოწყობილი მშობელთა დარბაზი ერთადერთია მსოფლიო მასშტაბით და სწორედ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მშობელი.
შენობის შიგნით სწორი ტემპერატურული რეჟიმი, ფიზიკური და გონებრივი განვითრების ხელშემწყობი ჯანსაღი კვება, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ მეცნიერული კვლევების საფუძველზე შექმნილი ავეჯი - ეს ის დეტალებია,რაც ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს. განა ჩვენი შვილების ჯანსაღი ფიზიკური აღრზდა არ უნდა იყოს ჩვენი უპირველესი საზრუნავი? სწორედ ამ საზრუნავით არის დატვირთული ჯიჯის ყოველი დღე! ჩუმად, დინჯად, საღამოს, ღამით, მუდმივად “კაკუნებს ჩაქუჩი”, თუმცა ისე,რომ სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის....და “იკაკუნებს” სანამ სრულყოფას არ მივაღწევთ. აბსოლუტური სრულყოფილება კი, როგორც ცნობილია, არ არსებობს.
ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ, რა თქმა უნდა,ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში განათლების კუთხით სწორი ორიენტირება. ჩემს სამ შვილზე ექსპერიმენტ გავლილი ცხოვრებისეული გაკვეთილების გაზიარება-დანერგვა, მგონი უფრო დიდ ნდობას მოგვანიჭებს თქვენგან. ზოგადად სამართალმცოდნეობის, ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიის, დიდ პოლიტიკურ სივრცეში ორიენტირების და სხვა დარგში.
ახლა კი ხელი მოვკიდოთ საბუნებისმეტყველო განათლებას. კვალიფიციური ინჟინრების კატასტროფული დეფიციტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკივნეული საკითხია. მეცნიერებმა უკვე ცოცხალი ადამიანის ტვინის წონის განმსაზღვრელი და მისი მეშვეობით გენიოსების გამომვლენი დანადგარი თითქმის შექმნეს. საუბარია თქვენთვის ცნობილ, ეგრეთწოდებულ ტომოგრაფზე, რომელსაც 5-10 წელი სჭირდება საბოლოო სრულყოფისთვის, მაგრამ ამ ტომოგრაფის მომსახურე ინჟინრებზე არავის უზრუნია. სახელმწიფოები ურთიერთშეჯიბრების მიზნით დიდი თანხებით აფინანსებენ სამეცნიერო კვლევებს,თუმცა ინჟინერთა მომზადებას ყურადღება არ ეთმობა. მადლობა ღმერთს, ბევრმა პოლიტიკოსმა აღიარა ეს შეცდომა და სასწრაფოდ მოკიდეს ხელი საინჟინრო პროფესიების განვითარებას. მაგრამ თანამედროვე ტექნიკა უკვე სხვა დონის სპეციალისტებს ითხოვს, ვიდრე, თუნდაც მე-20 საუკუნის ბოლოს. დღეს თვითმფრინავის პილოტს მარტო მართვის განათლება არ უნდა ქონდეს, არამედ დიდი საინჟინრო განათლებაც, იმიტომ რომ დღევანდელი ხომალდი ისევე როგორც გემი, მატარებელი თუ ავტომანქანა, რთულ ელექტრონულ სისტემას წარმოადგენს.
გავა სულ ცოტა დრო და ინჟინრის პროფესია გაცილებით პრესტიჟული იქნება, ვიდრე იურისტის ან ბანკირის. ზუსტად ეს მიზნები გვაქვს დასახული ჩვენს გიმნაზიაში.ჩვენ ვართ საქართველოში ნომერ ერთი საბუნებისმეტველო სასწავლო დაწესებულება და გთხოვთ გჯეროდეთ ჩვენი - არც დიდი აღიარებული ბრენდის მატარებელი ან კერძო, ძვირადღირებული სკოლა არაა ჩვენზე უკეთესი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით გარდა საკუთარი თავისა. სასწავლო დაწესებულებები ვერასდროს და არასდროს შეიძენენ საქართველოში იმდენ ლაბორატორიულ დანადგარს და ვერ გამოიყენებენ სწავლების იმ მეთოდიკას, რომლებიც გაგვაჩნია ჩვენ.
მეთოდურ მიდგომაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით: მხოლოდ ჩვენს გიმნაზიაში ვატარებთ ექსპერიმენტს მრავალპედაგოგიური და ტუტორული მიდგომის გამოყენებით. განმარტება: მრავალპედაგოგიური მეთოდი - საქართველოს და სხვა ქვეყნების წამყვანი პროფესორების მიერ, საბუნებისმეტყველო საგნების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მონაწილეობით, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გაკვეთილების მიწოდებას გულისხმობს. პროფესორი პრაქტიკანტებთან ერთად თვითონ ჩაატარებს ფიზიკის კვირეულს და მომდევნო ჩამოსვლამდე პრაქტიკანტებს დაავალებს საოსტატო ცდების ჩატარებას. შემდეგი თვე პროფესორი ცვლის პრაქტიკანტებს. ეს ძვირადღირებული პროექტია, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ერთი საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლა მისცემს ჯიჯიელებს საფუძვლიან ცოდნას. ტუტორული მეთოდი კი ძველი, XVIII საუკუნის კლასიკური განათლების პრაქტიკაა და მოსწავლის სასწავლო პროცესზე, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწორად ორიენტირებას, ინტელექტუალური განვითარებისათვის ხელშეწყობას გულისხმობს.
ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მისწრაფებას საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სტატუსის მოპოვებისკენ, რომლის წევრობა არა მარტო პრესტიჟულია,არამედ ჩვენს ბავშვებს მსოფლიოში წამყვანი პიზიციების მქონე, 40-ზე მეტი უნივერსიტეტის კარებს უგამოცდოდ გაუღებს.
ბევრი სხვა მრავალფეროვანი მიდგომიდან,ზემოთჩამოთვლილი ეს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დანერგვაც აქტიურად მიმდინარეობს ჯიჯიში,მგონი საკმარისია იმისთვის, რომ ვიყოთ საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეულები - უკვე აღიარებულ ბრენდებზე უკეთესები.
გისურვებთ წარმატებებს!
მუდმივად თქვენთან - ალექსანდრე ღურწკაია