- რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სასკოლოდ ბავშვის მომზადებისას?
- პირველ რიგში ურთიერთობის უნარზე თანატოლებთან, რომლებთანაც 12 წელი მოუწევთ ერთად სწავლა და ყოფნა.
- ასევე ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახში მოვალეობანი, რაც მას განუვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების წინაშე. გვხვდება ოჯახები, რომლებშიც ბავშვი სამყაროში გამონაკლის ქმნილებად მიიჩნეევა, სადაც ბავშვი მბრძანებლობს, მისთვის ყველაფერი ნებადართულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ მას ასიამოვნონ. მასწავლებელს გაუჭირდება ასეთ მშობლებთან საერთო ენის გამონახვა-თავიდან მათ არ ესმით ვითარების სირთულე, შემდეგ კი დიდხანს არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს.
- მომავალი პირველკლასელს უნდა გააჩნდეს თვითმომსახურების: დაბანის, ჩაცმის, ნივთების მოვლის უნარ-ჩვევები.
- აუცილებელია თუ არა სასკოლო ფორმა პირველ კლასში?
- აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სავალდებულოდ არ მიიჩნევა სასკოლო ფორმა, ჩვენს გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოსა და მშობლებთან მოთათბირებით დამტკიცებულია ჯიჯის გუნდის წევრებისათვის სპეციალური ტანსაცმელი. ფორმა აწესრიგებს მოსწავლეს, ერთ-ერთ ატრიბუტთაგანია, რითაც მოსწავლე განირჩევა სკოლამდელისგან, რაზეც ოცნებობს პირველ რიგში სკოლაში შესვლისას ყველა ბავშვი-ისინი ხომ უკვე პირველკლასელები არიან.
- აუცილებელია თუ არა ბავშვს შეეძლოს წერა-კითხვა პირველი კლასისათვის.
არა აუცილებელი. მარცვლებისგან სიტყვების აწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს კითხვის უნარს. ბევრი ბავშვი რთულად ითვისებს ამ სააზროვნო ოპერაციას - არ ღირს მათი დაჩქარება! წერა-კითხვის უნარი უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური მეთოდებით, რომელთა მეშვეობით ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა მეტყველებაზე, ბგერებსა და ასოებზე.
კითხვისას მთავარია წაკითხულის გაგება და ანალიზი, კარგია, თუ სკოლამდე და პირველ კლასშიც თქვენ ბავშვთან ერთად წაიკითხავთ ძველებურ კეთილ ზღაპრებს, რომლებიც დაგეხმარებათ აღზარდოთ გულისხმიერი და თავმდაბალი ადამიანი
- როგორ ხდება პირველი კლასისათვის მზაობის შემოწმება?
მომავალ პირველკლასელის გასაცნობად ორგანიზებულ გასაუბრებაზე მოწმდება, რამდენად ფორმირებულია ბავშვის უნარები, რომელთაც სკოლამდელი პროგრამა ითვალისწინებს, მაგალითად პირველ კლასში ჩასარიცხად თქვენმა ბავშვმა უნდა:
- იცოდეს საკუთარი სახელი და გვარი, მისამართი, ოჯახის წევრთა სახელები
- იცოდეს წელიწადის დროები, თვეების დასახელება, კვირის დღეები, ასხვავებდეს ფერებს
- შეეძლოს საგანთა ჯგუფის გადათვლა ათეულის ფარგლებში, მათი გარკვეული ოდენობით შემცირება, გადიდება და გათანაბრება და შედარება;
- შეეძლოს საგნების დაჯგუფება, (მაგალითად ავეჯი, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მცენარე, ცხოველი და ა.შ.) და ჯგუფში ზედმეტის პოვნა (მაგალითად ტანსაცმლებში ყვავილი);
- შეეძლოს საკუთარი მოსაზრების წინადადების სახით წარმოთქმა;
- ჰქონდეს ელემენტარული წარმოდგენა გარემომცველ სამყაროზე: პროფესიებზე, ბუნებაზე, ქცევის წესებზე;
- ჰქონდეს სივრცითი წარმოდგენა (მარჯვენა, მარცხენა, ზევით, ქვევით, ქვეშ და ა. შ.)
- შეეძლოს უფროსების მოსმენა და მათი მითითების შესრულება, თანატოლებთან კულტურული ურთიერთობა.
- როგორ მოვაწყოთ მოსწავლის სამუშაო ადგილი სახლში?
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი საწერი მაგიდა/მერხი. ბავშვის სიმაღლეთუ 1მ -დან 1მ15 სმ-ა, მაგიდის ზედაპირი იატაკიდან 46 სმ, სკამის საჯდომი 26 სმ უნდა იყოს, ხოლო თუ ბავშვის სიმაღლე 1მ15 სმ-დან 1მ30 სმ-ა მაგიდის ზედაპირი იატაკიდან 52 სმ, სკამის საჯდომი 30 სმუნდაიყოს. მნიშვნელოვანია , რომ ის ბავშვს ფეხები იატაკზე ედგას, ზურგი კი საზურგეს ეხებოდეს, მაგიდის ზედაპირიდან ბავშვის მკერდამდე მისი ხელისგული ეტეოდეს. განათება მაგიდას მარცხნიდან ფანჯრის ზედა მესამედიდან უნდა ეცემოდეს.
ბავში მიაჩვიეთ სასწავლო ნივთების დაწყობას და წესრიგს სამუშაო ადგილზე.
- რაუნდა შეუძინოთ პირველკლასელს?
- წიგნების გარე ყდა
- რვეულის გარე ყდა
- რვეული უჯრებიანი
- რვეული ხაზიანი
- ასოთა ნაკრები
- ციფრების ნაკრები
- გეომეტრიულ ფიგურათა ნაკრები
- დასათვლელი ჩხირები
- სახაზავი;
- ავტოკალმები (მელნისფერი, მწვანედაწითელი);
- ფერადი და უბრალო ფანქრები;
- წიგნების მოსანიშნი;
- ფერადი ქაღალდი;
- თეთრი ქაღალდი;
- მაკრატელი მახვილი წვეტის გარეშე;
- სახატავ ირვეული;
- ფუნჯი;
- ფერადი ცარცი;
- წებო;
- საძერწი დაფა;
- GG - ისფორმა, მათ შორის სპორტული.
- რავქნა, თუ ბავშვი ცაციაა?
თუ ვეცდებით ბავშვი გადავაჩვიოთ, ამან შესაძლოა ჯანმრთელობის უმეტესად ფსიქონევროლოგიური დარღვევები გამოიწვიოს: ძილის დარღვევა, აგზნებადობა, ანურეზი. ცაციებისათვის უკვე გამოდის სპეციალური მასალები.
- აწყობთ თუ არა ექსკურსიებს პირველკლასელთათვის?
ჩვენ გვაქვს შემუშავებული არაერთი მარშრუტი ექსკურსიებისთვის მუზეუმებში საგამოფენო დარბაზებსა და ა.შ. მაგრამ პატარები რამდენად არიან ამისთვის მზად? პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ბავშვები გადიან ადაპტირებას სკოლისთვის, ეჩვევიან კოლექტივსა და იძენენ საზოგადოებრივ ადგილებში კულტურული ქცევის ჩვევებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწავლო ექსკურსიების მოწყობა უკეთესია სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან. თუმცა მშობლებს ვურჩევთ დასვენების დღეებში მოაწყონ საოჯახო ექსკურსიები და მზრუნველად აუხსნან ბავშვს რისი კეთება არის დაშვებული ან დაუშვებელი ამათუიმ შემთხვევაში.
- განსხვავებულია თუ არა პირველკლასელთა დღის რეჟიმი სკოლაში?
რასაკვირველია, პირველკლასელთა დღისრეჟიმი განსაკუთრებულია. საგაკვეთილო პროცესი 35 წუთიანია, შუალედური დიდი შესვენებებითა და ორჯერადი კვებით, ძირითადი და დამატებითი საგნების მონაცვლეობით.