პედაგოგიური საბჭო გიმნაზიის სტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტი - გიმნაზიის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოა, რომელშიც შედის გიმნაზიის ყველა პედაგოგი.
- პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
- პედაგოგიური საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ სემესტრში ერთხელ;
- პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს გიმნაზიის საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
- საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე;
- პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება, გიმნაზიის საბჭოს კომიტეტებში წარმომადგენლების არჩევა.