დღეს, 27 თებერვალს, ჯიჯი გიმნაზიაში, გაიმართა გეოგრაფიული შეჯიბრი სახელწოდებით: "ოქროს გლობუსი", რომლის მიზანს, ნასწავლი მასალის განმეორება და მისი რეალიზება წარმოადგენდა.
შეჯიბრი ჩატარდა, ცამეტი სხვადასხვა აქტივობით. თამაშის წესებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ, და ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ.
მოსწავლეების აქტიური ჩართულობის მიუხედავად, თამაშის ბოლოს, კომპეტენტურმა ჟიურმა გამარჯვებული გამოვლინა და "ოქროს გლობუსი" და თასი ჯიჯი გიმნაზიის მე-11 კლასის გუნდს " აპოლო 11-ს" გადასცა.