გრძელდება პროექტი: ,,ისწავლე და ასწავლე ჯიჯიში", რომლის ფარგლებში გიმნაზიის უფროსკლასელები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებს და ერთმანეთს უზიარებენ ამ საკითხებთან დაკავშირებულ, დამუშავებულ, გაფიტრულ იმფორმაციებს პრეზენტაციების სახით.
დღეს, შედგა მორიგი შეხვედრა.
გიმნაზიის მერვე კლასელებმა ნიკა ბოხუამ და სოსო სოსელიამ მსმენელები მონუსხეს და კომპლიმენტები დაიმსახურეს. მათ მოახერხეს გასაგებად, საინტერესოდ, პრეზენტატორის საუკეთესო უნარებით წარმოეჩინათ საჭმლის მონელებასთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. ნიკას და სოსოს წარმატებულმა გამოსვლამ გადამდები ხასიათი მიიღო. პროექტში აქტიური მონაწილის როლში ყოფნის სურვილი არა ერთმა მსმენელმა გამოთქვა.