ჯიჯის მენეჯმენტში მორიგი ცვლილებაა:
ქალბატონებმა, ნინო ჭიჭინაძემ და მარი კვირიკაძემ, თანამდებობები ერთმანეთს გაუცვალეს.
ანუ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დამფუძნებელს, პასუხისმგებლობის გადანაწილების ახალი ფორმის დამტკიცების თხოვნით მიმართეს, რის შედეგადაც, ქალბატონმა ნინო ჭიჭინაძემ, შპს “ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯის” დირექტორის პირველ მოადგილედ გადაინაცვლა, ხოლო შპს "ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯის"-ს დირექტორად დაინიშნა ქალბატონი მარი კვირიკაძე.
ფაქტიურად, ქალბატონი ნინო, აგრძელებს აკადემიური ბლოკის მმართველობას.
წარმატებები ვუსურვოთ ჯიჯის თანამედროვე, კრეატიულ, მეგობრულ, ერთიან გუნდს, მუდმივი რეფორმების წარმოებასა და მათ წარმატებით განხორციელებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი შვილების ბრწყინვალე მომავლის შექმნას ემსახურება.