დღეს, ინგლისურის გაკვეთილზე, მე-4 კლასის მოსწავლეებს გადაეცათ მისალოცი ბარათები, საბერძნეთის პირველი ექსპერიმენტული სკოლის "კომეტინის" აღსაზრდელებისგან.
პროექტი ხორციელდება " Etwinning + საქართველოს" ფარგლებში.
მისალოც ბარათებში, თანატოლებმა, ბერძნულ და ინგლისურ ენაზე, ერთმანეთს გაუზიარეს, სურვილები, ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი სკოლის შესახებ და დაგეგმეს Skype შეხვედრა, რომელიც გაიმართება 2017 წლის 16 თებერვალს.