რიგით მე-3 დოკუმენტური ფილმის გადაღებები დაიწყო. ჯიჯიელებმა ფილმის პირველი ეტაპი, სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ლახამულაში და სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალში გადაიღეს.
ფილმის მეორე ეტაპის გადაღებები, რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. გადაღებები ძირითადად სვანეთის შუაგულში, მესტიაში და ლატალში იგეგმება.