დღეს, ჯიჯიელები, ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, პროექტით გათვალისწინებულ ლექცია-სემინარს, შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით, დაესწრნენ.
უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ელისო ფანცხავამ ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებს, მოკლედ გააცნო შექსიპირის რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები:"რომეო და ჯულიეტა", "ოტელო" "მაკბეტი" და "ჭირვეულის მორჯულება".სემინარი მიმდინარეობდა, სლაიდზე გაცოცხლებული მოკლე სიუჟეტების ფონზე, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხილათ პერსონაჟები და შექსპირის ხასიათი, რის მიხედვითაც ქმნიდა უნიკალურ შედევრებს. შეხვედრის დასასრულს ჯიჯიელებმა, არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის უნივერსიტეტის პროფესორს მადლობა გადაუხადეს და საჩუქრად ჯიჯის მარკეტინგული პაკეტი გადასცეს.