ჯიჯი გიმნაზია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს ძალადობის პრევენციის ჯგუფებთან. გასულ წელს, გიმნაზიაში პროკურატურასთან, სამართალდამცავებთან თანაორგანიზებით ჩატარდა შემოქმედებითი წარმოდგენები, კვლევები და პრეზენტაციები.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლდათ ასოციაცია "მერკურის" ორგანიზებითა და “Humandoc Fonation” მხარდაჭერით, ჩატარებული ტრენინგი თემაზე: "ოჯახში ძალადობა", რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ჯიჯის პედაგოგები.
30 სექტემბერს, ჯიჯის პედაგოგებმა, აღნიშნულ თემაზე განახორციელეს პროექტი სახელწოდებით: "ჯიჯიელები სამყაროსთვის ძალადობის გარეშე" და პროექტის ორგაიზატორებსა და მხარდამჭერებს, ჯიჯიში უმასპინძლეს. სტუმრებმა მოისმინეს მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, უყურეს ჯიჯი ტელევიზიის ვიდეო- ექსპერიმენტს და დაესწრნენ ჯიჯიელების პერფომანსს ძალადობის თემაზე.