შეხვედრას, საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე, ფონდ „ივერიისა“ და „იავნანას“ დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს, ჯიჯი გიმნაზიის მმართველმა კამპანიამ უმასპინძლა და გიმნაზიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
პაატა ბურჭულაძემ ექსკლუზიურად ჯიჯი ტელევიზიის გადაცემაში - „დიალოგი საინტერესო ადამიანებთან“ მონაწილეობაც მიიღო და ჯიჯი გიმნაზიის შესახებ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ზუგდიდის, ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის, მშენებარე საკათედრო ტაძარი მოილოცა.




