"ჯიჯის" გიმნაზიამ დღეს, 2014 წლის 1 ნოემბერს, უცხოელ პროფესორ- ექიმებს უმასპინძლა.
მეგზურობა მათ სასწავლებლის დამფუძნებელმა ჯიმშერ ღურწკაიამ გაუწია. მედიკოსებმა გიმნაზიის ინტერიერი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ბაზა შეაფასეს და ნანახით აღფრთოვანება გამოთქვეს. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მსგავსი სასწავლო დაწესებულება ევროპაშიც კი იშვიათია. გარდა ამისა უცხოელებმა ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ჩვენი კუთხის სილამაზეზე ისაუბრეს. მათი თქმით ისინი პირველად იმყოფებიან სამეგრელოში და სამომავლოდ ხშირი ვიზიტების სურვილი გამოთქვეს.