2014 წლის 18 აგვისტოს, ჯიჯის ეწვია ქალაქ ზუგდიდის მერი, ბატონი, ირაკლი გოგოხია, ბატონ გუბერნატორ, ლევან შონიას წინამძღოლობით.„ჯიჯიში“ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა შედგა, სასწავლებელს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ესტუმრნენ. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს გიმნაზიის დამფუძნებელმა ჯიმშერ ღურწკაიამ და დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ გიმნაზიაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გზები დაისახა, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარული მომსახურება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.