error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
გუბერნატორი - ლევან შონია
გუბერნატორი - ლევან შონია
2014 წლის 24 იანვარს, GG-ის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია ესტუმრა... სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღეს ზუგდიდში ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო გიმნაზია მოინახულა. ლევან შონია სკოლის პედაგოგებსა და გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა. მან გიმნაზიის დამფუძნებელ, ზუგდიდელ ბიზნესმენ ჯიმშერ ღურწკაიასთან ერთად მსოფლიოში აღიარებული გიმნაზიის ახალი შენობა დაათვალიერა. სამეგრელოს გუბერნატორმა ბიზნესმენსა და სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გიმნაზიის არსებობაში ჩადებული ღვაწლისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებები სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს.

სკოლის პედკოლექტივმა და ადმინისტრაციამ სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრისას დეტალურად გააცნო თანამედროვე გიმნაზიის არსებობის პრეისტორია. ლევან შონიამ თითოეული კლას-კაბინეტი და გიმნაზიის ლაბორატორია დაათვალიერა. ბიზნესმენმა ჯიმშერ ღურწკაიამ სკოლის დირექტორს გიმნაზიის მშენებარე კორპუსიც დაათვალიერებინა, რომელიც ექსპლუატაციაში მარტის თვიდან შევა. ზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას მშენებარე, თანამედროვე სტანდარტების ივენთ ჰოლი და სასტუმრო დაათვალიერებინა.

“ეს სასტუმრო განკუთვნილი იქნება იმ უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებს ახალ ცოდნას შესძენენ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის საცხოვრებელი პირობებიც აქვე მოგვეწყო.”-აღნიშნავს ბიზნესმენი ჯიმშერ ღურწკაია.

უახლოეს მომავალში ზუგდიდელი ბიზნესმენი გიმნაზიის ბაზაზე პროფტექნიკური სასწავლებლის დაფუძნებასაც გეგმავს. სამომავლო გეგმები მან რეგიონის პირველ პირს გაუზიარა და იქვე აღნიშნა, რომ ეს სასიკეთო საქმე იქნება სამეგრელოსთვის.

რეგიონის გუბერნატორმა გიმნაზიის თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული დარბაზი დაათვალიერა და ამავე დარბაზში თავადაც სცადა კალათბურთის ბადეში ბურთის მოთავსება.

გიმნაზიის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დასასრულს ბიზნესმენმა ჯიმშერ ღურწკაიამ სამეგრელოს გუბერნატორი გიმნაზიის სიმბოლიკით, სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ის გიმნაზიაში მოსულ საპატიო სტუმართაგან მეორე პირია, რომელიც გიმნაზიამ საკუთარი სიმბოლიკით დააჯილდოვა.

GG-გიმნაზია უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის ჯიმშერ ღურწკაიას პატრონაჟით და ინვესტიციით აშენდა. GG-ს სკოლა-გიმნაზია ზუგდიდის ნომერ მეშვიდე საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს. ზუგდიდის სკოლა-გიმნაზიის გარეთა, წინა ფასადი წიგნებით სავსე თაროს ჰგავს. მსგავსი შენობა აშშ-ის მისურის შტატში, არკანზასში დგას და მასში ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.