2014 წლის 21 იანვარს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას სტუმრობდა.
სტუმრებს გიმნაზიის დირექციასთან ერთად, მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ალექსანდრე ღურწკაიამ ოჯახთან ერთად უმსაპინძლა. შეხვედრის დასაწყისში ერთ–ერთმა პედაგოგმა გიმნაზიის შესახებ გააკეთა ზოგადი ფოტო–პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც მოხდა სკოლის ინტერიერის დეტალური დათვალიერება.შეხვედრის დასასრულს დიდ საპრეზენტაციო დარბაზში გიმნაზიის დირექტორმა,პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას გადასცა GG-ის ოქროს სამკერდე ნიშანი.თავის მხრივ მიტროპოლიტმა გერასიმემ მასპინძლებსა და მოსწავლეებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები უსახსოვრა.ეპარქიის წარმომადგენლები და GG-ის გიმნაზია ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც შეთანხმდნენ.