2013 წლის 26 აგვისტოს, GG-ის ეწვია ჩვენი თანამემამულე, რუსეთის საგანმანათლებლო და პოლიტიკურ სფეროებში განთქმული და დიდად პატივისცემული, დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ბესარიონ მესხი.
ჩვენი სახელოვანი თანამემამულე, დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ მესხი. 26 აგვისტოს ოჯახთან ერთად GG-ის ეწვია. ბატონი ბესარიონი შეხვდა დირექციის წევრებს, დაათვალიერა გიმნაზია, დაინტერესდა გიმნაზიის სამომავლო გეგმებით და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი.
GG- ის დირექტორმა, პოლიტიკის დოქტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ წარმატებულ თანამემამულეებთან უშუალო შეხვედრებსა და მაგალითებს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია გიმნაზიის მოსწავლეების სწავლება-აღზრდის პროცესში .
მიღწეული შეთანხმებით სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდება.