error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ანატოლ წყაროზია
ანატოლ წყაროზია
I. ეს იყო 2,5 წლის წინათ, როცა ,,ხმამაღლა ფიქრებში’’ GG-ის კოლექტივს მოკლედ და მშრალად გავაცანი ჩემი ბიოგრაფია, ჩემი დამოკიდებულება და ურთიერთობა GG-ის მესაკუთრისადმი, სადაც ბატონ ჯიმშერს დავპირდი, რომ მის მიერ ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამართლებისათვის თავს არ დავზოგავდი. გულღიად ვიტყვი, რომ პირველი ორი წელი მართლაც ძალ-ღონე, მცდელობა და ენერგია არ დამიშურებია, რომ GG-ის ახალგაზრდა კოლექტივისათვის ფეხი ამეწყო და მათთან ერთად წარმატებით მეზიდა ის ჭაპანი, რომელიც ავიკიდე GG-ში მოსვლით.
პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე არსად და მათ შორის არც აქ GG-ში კუდში არ მიჩანჩალია. ყოველდღე რაღაც ახალს ვიძენდი, ვსწავლობდი, ვიხვეწებოდი და ვიზრდებოდი პროფესიული მიმართულებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ზრდისა და სრულყოფის პროცესსაც აქვს ზღვარი, რომლის შემდეგაც ბუნებრივად იწყება უკუპროცესი. ნურც ბატონი ჯიმშერი, ნურც ბატონი ჯამბული და ნურც ბატონი თენგიზი ნუ მიწყენენ თუ კი ყველაფერი ისე არ გამომივა , როგორც გამოსდით ახალგაზრდებს. მე ვერ შევძლებ ბატონი ჯამბულივით და ბატონი თენგიზივით თავდაუზოგავ ხანგრძლივ მუშაობას, ციბრუტივივით ვერ ვიტრიალებ ქალბატონ თამუნა ლატარიასავით და მაკა სამუშიასავით, რადგან მეშინია
ასაკიდან გამომდინარე თავბრუ დამეხვას ამ ტრიალ-ტრიალში, ვერც ქალბატონ ნანა ნოდიასავით და ბატონ ლაშა თოდუასავით სცენაზე ვერ დავაქუხებ სიმღერას და ვერც ქალბატონ ნინო საბახტარაშვილივით შევძლებ გოგმანს სცენაზე, მაგრამ, თუ კი, როგორც დღემდე მხარში მედექით ყველანი, კვლავაც არ დაიზარებთ გვერდში დგომას, მაშინ კიდევ ცოტა ხანს იქნებ ჩავთვალო ჩემს უსაყვარლეს კოლექტივში რიგით ჯარისკაცად ყოფნის ღირსად თავი და მაშინ კი შეძლებისდაგვარად კიდეც დავტრიალდები, კიდეც ვიმღერებ და კიდეც ვიცეკვებ.
II. საპროექტო მუშაობა, რომელიც ჩვენი გიმნაზიის პრაქტიკაში წარმატებით ინერგება, აკადემიური ბადის შემადგენელი ნაწილია. გაკვეთილების ცხრილი გიმნაზიაში შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეროვნულ სასწავლო გეგმას ესადაგება, რაც მოსწავლის მიერ შესაბამისი ცოდნის მიღებისა და საგნობრივი კომპენტეციების ამაღლების წინაპირობა უნდა გახდეს; ცხრილის მეორე ნაწილი - ,,სასკოლო პროექტები’’ კი შესაძლებელია ეხმიანებოდეს ნებისმიერ პრობლემას ან გამოწვევას, რომელიც დგას კლასის ან გიმნაზიის წინაშე. ამ
შემთხვევაში არც დროში და არც მი8ნისაკენ მიმართული აქტივობების განხორციელების ფორმებში არ ვიზღუდებით. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ახლოა იმ მიდგომასთან, რასაც თანამედროვე თეორიებში პრობლემებზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ.
გიმნაზიაში საპროექტო მუშაობა განსაკუთრებით აღორძინდა მას შემდეგ, რაც იგი მატერიალურად წახალისდა. ეს წახალისება რამდენად ადეკვატურია პროექტის ხორცშესხმისათვის გაწეული სამუშაოს მოცულობასთან, ეს ცალკე მსჯელობის თემაა. მე აღფრთოვანებული ვარ საპროექტო სამსახურის ხელმძღვანელებისა და ორგანიზატორების თამუნა ლატარიასა და მაკა სამუშიას ენთუზიაზმით და ჩვენი პედაგოგების უმრავლესობის აქტიურად ჩართვით ამ საქმეში. უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ეს ემსახურება მოსწავლეთა აკადემიური წარმატების ამაღლების საქმეს, ანუ გაკვეთილების ცხრილის I და II ნაწილები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და არ უნდა დავუშვათ ერთის ხარჯზე მეორის ან მეორის ხარჯზე პირველის უგულებელყოფა. ოქროს შუალედი მოძებნილია და ამ შუალედის ზედმიწევნით დაცვა წარმატების გარანტიაა ორივე ფრონტზე.
02 JANUARY, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.