ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს არმასრულებელი დირექტორი;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისი საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, თავისი კლასის საფეხურის შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
ვ) იმ შემთხვევაში თუ საბაზო ან საშუალო საფეხურზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე;
თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოება ხორციელდება დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას;
5. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები კერძო სკოლა - ჯიჯის შინაგანაწესთან დაკავშირებით;
ბ) უფლებამოსილია დირექტორს წარუდგინოს წინადადებები კერძო სკოლა - ჯიჯისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით წარადგენს წინადადებას დირექტორთან სკოლის კლუბის შექმნასთან დაკავშირებით.
6. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე ან პირადი განცხადების საფუძველზე.
თავი VI. ჯიჯი - გიმნაზიის სტრუქტურული ერთეულები და მუშაობის პრინციპები
მუხლი 20. სამედიცინო კაბინეტი
1. კერძო სკოლა - ჯიჯის სამედიცინო კაბინეტი წარმოადგენს კერძო სკოლა - ჯიჯის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს პირველად სამედიცინო დახმარებას, კერძო სკოლა - ჯიჯის თანამშრომელთა და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს;
2. სამედიცინო კაბინეტი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები, კერძო სკოლა - ჯიჯის შინაგანაწესი, კერძო სკოლა - ჯიჯის დებულება, დირექტორის სამართლებრივი აქტები;
3. სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით;
4. სამედიცინო კაბინეტი მუშაობს ყოველ სასწავლო დღეს 08:45-დან 17:00-მდე;
5. სამედიცინო პუნქტის საქმიანობას წარმართავს ექიმი.
მუხლი 21. კერძო სკოლა - ჯიჯის ბიბლიოთეკა
1. კერძო სკოლა - ჯიჯის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კერძო სკოლა - ჯიჯის სტრუქტურულ ერთეულს.
2. ბიბლიოთეკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
3. ბიბლიოთეკა ფლობს სხვადასხვა დარგის სასწავლო, სამეცნიერო–პოპულარულ, მხატვრული და სხვადასხვა მეთოდური შინაარსის პროფილურ საბიბლიოთეკო ფონდს და პერიოდიკას;
4. საბიბლიოთეკო ფონდის გამოყენება, სარგებლობის წესები და მომსახურების ფორმები განისაზღვრება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით;
5. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი;
მუხლი 22. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს კვირაში 5 დღის (ორშბათი-პარასკევი) განმავლობაში 09:00 საათიდან, 16:00 საათამდე;
2. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა და მკითხველის ბარათის შევსება.
3. ბიბლიოთეკაში მოქმედებს ანბანური კატალოგის სისტემა;
4. წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე ხელზე გატანით (თუ საცავში ინახება არანაკლებ 2 ერთეულისა).
5. წიგნადი ერთეულის ხელზე გატანის ერთი ვადა განისაზღვრება 7 დღით;
6. იმ შემთხვევაში თუ ხელზე გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი, მკითხველს შეუძლია, მიმართოს ბიბლიოთეკარს;
7. დაუშვებელია, წიგნზე, პერიოდულ გამოცემაზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა;
8. დარღვევების შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელი ადგენს აქტს, ხოლო დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ დარგში ამზადებს ფინანსურ სანქციას, იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო მისი აღდგენის ან ახლის შეძენისათვის. მკითხველი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილი საზღაური;
9. საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, ბიბლიოთეკის თანამშრომლისა და მკითხველის მონაწილეობით უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, სადაც მინიშნებული იქნება ერთეულის ღირებულება.
10. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით;
11. ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა უნდა წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი წიგნი;
12. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;
13. დარბაზიდან წიგნადი ერთეულის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომელთან რეგისტრაციის გარეშე ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად, რისთვისაც დაისმება ამ მოსწავლის საკითხი ჯიჯი - გიმნაზიის დირექციის წინაშე.
მუხლი 23. კერძო სკოლა - ჯიჯის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორია
1. კერძო სკოლა - ჯიჯის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორია წარმოადგენს კერძო სკოლა - ჯიჯის სტრუქტურულ ერთეულს, რომელშიც განთავსებულია სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანმანათლებლო რესურსები;
2. ლაბორატორიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და კონკრეტული კლასის/კლასების საგნის/საგნების სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა;