ჯიჯის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს: სკოლის დამფუძნებელმა, ბატონმა, ჯიმშერ ღურწკაიამ, სკოლის დაარსებიდან 15 წლის იუბილეზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციის განახლების შესახებ, და შპს „ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის კერძო სკოლა – ჯიჯის“ დირექტორად დანიშნა ბატონი, მურთაზ სიჭინავა.
ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის აკადემიურ მართვაში აქტიურად იყო ჩართული, აგრძელებს მუშაობას დირექტორის მოადგილის აკადემიურ დარგში..
მურთაზ სიჭინავა გახლავთ იურისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით საჯარო და კერძო სექტორში. მას მიუღწევია ხელმძღვანელი პოზიციები სახელმწიფო ელექტროსისტემაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში.
ბატონი მურთაზი სრულად იცნობს სახელმწიფო შესყიდვების, ადმინისტრაციული მენეჯმენტის და განათლების სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც ჯიჯი სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – როგორც ხარისხიანი განათლების, ისე ფინანსურად გამართული და გამჭვირვალე მართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ახალი დირექტორი უკვე შეუდგა თავისიї მოვალეობის შესრულებას. მისი მოსვლა ჯიჯი სკოლაში ნიშნავს:
• უფრო გამართულ ადმინისტრირებულ და ფინანსურ მართვას
• სახელმწიფო და საერთაშორისო განათლებრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერებას
• სკოლის სტაბილურ განვითარებასა და ხარისხის დაცვას ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
