გადადით მთავარ გვერდზე
გადადით ფეისბუკ-გვერდზე
ჯიჯის სიახლეები

თეთრი ხალათი

მნიშვნელოვანი განცხადება მშობლებისთვის!

ძვირფასო მშობლებო!

დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი გიმნაზია, 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განვითარების ახალ, ისტორიულ ეტაპზე გადადის!

მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებისა და შესანიშნავი შედეგების გათვალისწინებით, ჩვენი საბუნებისმეტყველო გიმნაზია ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით წინ მიიწევს და იღებს კურსს სამედიცინო გიმნაზიის სტატუსის მოპოვებისკენ!

ამ ცვლილებას საფუძვლად უდევს ჩვენი დამფუძნებლის, სტრატეგიული ხედვა და დიდი სურვილი. მისი მტკიცე რწმენით, ექიმობა არის მომავლის პროფესია, რომელიც ყველაზე ბოლოს „დაემორჩილება“ხელოვნურ ინტელექტს, და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. ბატონი ჯიმშერის დიდი ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი „ჯიჯიელი“ გახდეს ექიმი და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში.

ამ დიდ მისიას კიდევ უფრო ვაძლიერებთ სიახლით: წელს ჩვენს გიმნაზიაში იხსნება სამედიცინო პროფორიენტაციის ცენტრი „თეთრი ხალათი“.

ცენტრს პროფესიონალურად უხელმძღვანელებს ქალბატონი, ნინო ჭიჭინაძე.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვახორციელებთ ქალბატონი ნინოს ოცნებასაც — ის დიდი ხანია ითხოვდა დამფუძნებლისგან სხვა ადმინისტრაციული ფუნქციებისგან განთავისუფლებას, რათა მთელი თავისი ენერგიით, ცოდნითა და უდიდესი პროფესიონალიზმით სწორედ ამ საყვარელ საქმეს შესდგომოდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ „თეთრი ხალათი“ გახდება რეგიონის უამრავი ახალგაზრდის შთაგონებისა და პროფესიული ზრდის წყარო.

ჩვენი სიამაყე:

19 ჩვენი კურსდამთავრებული უკვე სტუდენტია სამედიცინო უნივერსიტეტებში!

ეს შედეგი გვაძლევს უფლებას და გვავალდებულებს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი მომავალი ექიმებისთვის!

რა შეიცვლება ახალი სასწავლო წლიდან?

სასწავლო პროგრამა:

• მომავალი ექიმებისთვის კიდევ უფრო გავაძლიერებთ საბუნებისმეტყველო საგნებს;

• დამატებით შემოვიტანთ: ანატომიას, ფიზიოლოგიას, სამედიცინო ლათინურს, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამედიცინო ტერმინოლოგიას, ბიოქიმიისა და გენეტიკის საფუძვლებს, მედიცინის ისტორიასა და ეთიკას.

უფრო გავააქტიურებთ პრაქტიკულ მეცადინეობებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, კლინიკებთან და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

ჯიჯიში უკვე არსებული ინფრასტრუქტურა:

თანამედროვე ლაბორატორიები;

სამედიცინო სატრენინგო ცენტრი (სიმულაციური ლაბორატორია);

პარტნიორობა:

წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობა ჩვენს მოსწავლეებს მისცემს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას, პროფესიონალი ექიმების მენტორობას და ადრეულ პროფესიულ ორიენტაციას.

ჩვენ მზად ვართ, თქვენი შვილების ოცნებები რეალობად ვაქციოთ! სამედიცინო გიმნაზია — ეს არის ხარისხის, ტრადიციისა და მომავლის გარანტია!

გისურვებთ წარმატებებს ახალ სასწავლო წელს
Made on
Tilda