გადადით მთავარ გვერდზე
გადადით ფეისბუკ-გვერდზე
ჯიჯის სიახლეები

მია შონია - ვამაყობთ შენით!❤️

რა არის HMC?

HMC project აძლევს მოსწევლეებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან შესაძლებლობას მოიპოვონ სტიპენდია და ორი წლის განმავლობაში ისწავლონ ბრიტანეთის წამყვან კერძო სკოლებში.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ფასეული გამოცდილება ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში.

პროექტი სრულად ფარავს სწავლის საფასურს, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. სწავლის პერიოდში მოსწავლეები ემზადებიან A-Level-ის გამოცდებისთვის და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დამატებით აქტივობებში.

შერჩევა ხდება შესარჩევი ტესტების შედეგების, ძლიერი აკადემიური მოსწრებისა და მოსწავლის სკოლის რეკომენდაციების საფუძველზე, ასევე ინტერვიუს მიხედვით, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ადაპტაციის უნარები და ლიდერული პოტენციალი.

პროექტის უპირატესობები:

მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო

სკოლაში.

მოსწავლე ცხოვრობს სკოლის საცხოვრებელში(boarding house).

მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ბრიტანულ კულტურასა და ცხოვრების წესს

და გააღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

--

Отправлено с Уважением!🙏

{$te}

{$te}

{$te}

{$te}

{$te}





Made on
Tilda