დღეს, ჯიჯიში, განსაკუთრებული და ემოციური დღე - "ბოლო ზარი"აღინიშნა.
მეთორმეტეკლასელებმა ღონისძიება ლამაზი და მრავალფეროვანი პროგრამით წარმოადგინეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს, პროფესიულ გზასა და ახალი მიზნების მიღწევაში წარმატებები უსურვეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ბოლო ზარის ხმა, რომელმაც ჩვენი ჯიჯიელების ცხოვრებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ მომავალს!