ჯიჯის სიახლეები

პირველკლასელთა მიღება

ჯიჯაში ინტენსიურად მიმდინარეობს 1-ლ კლასში მოსწავლეთა მიღების პროცედურები. საგანმანათლებლო დაწესებულების კარი ყოველდღიურად ღიაა იმ დაინტერესებული მშობლებისთვის, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასკოლო გარემოს ეძებენ.

ვიზიტების დროს მშობლებს საშუალება ეძლევათ ადგილზე გაეცნონ სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო რესურსებს, შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ პირობებს, რაც ჩვენს მოსწავლეებს ელოდებათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მშობლებთან შეხვედრებში პირადად არის ჩართული სკოლის დირექტორი.

ქალბატონი ნინო თვლის, რომ მშობლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათი გაცნობა არ არის მხოლოდ ფორმალური ნაწილი, არამედ ეს არის „ჯიჯიელების“ წარმატებული თანააღზრდის ქვაკუთხედი. მისი თქმით, მშობელსა და სკოლას შორის ნდობისა და ურთიერთგაგების ხიდის აგება სწორედ პირველი შეხვედრიდან იწყება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იგრძნოს, რომ სკოლა ღიაა და მზადაა პარტნიორობისთვის. როდესაც დირექტორი პირადად ესაუბრება მშობელს, ეს ქმნის ნდობის ატმოსფეროს, რაც სასწავლო პროცესში მოსწავლის კომფორტისა და წარმატების გარანტია“, – აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.

მიღების პროცესი გრძელდება. დაინტერესებულ მშობლებს შეუძლიათ ეწვიონ სკოლას, გაეცნონ სასწავლო გარემოს და მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.
ძვირფასო მშობლებო! საკონტაქტო საშუალებები მოცემულია საიტის მენიუში.

უფრო ვრცლად?
გადადით ბმულზე:
https://gg-school.ge/page138360376.html
2026-04-30 02:23