ჯიჯის სიახლეები

ქართული კინოს დაუვიწყარი გმირები ჯიჯის სცენაზე გაცოცხლდნენ!

🎭 ქართული კინოს ოქროს ფონდი ჯიჯის სცენაზე! 🇬🇪✨

დღეს ჩვენს სკოლაში ნამდვილი ჯადოქრობა მოხდა – ჯიჯის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საყვარელი კინოგმირები გააცოცხლეს! 🎬💖

პატარა, მაგრამ უდიდესი ტალანტის მქონე არტისტებმა შესაშური მონდომებით, თავდაჯერებულობითა და პროფესიონალიზმით წარმოადგინეს საინტერესო და ემოციური სპექტაკლი. დარბაზი სიცილით, ტაშითა და თბილი ემოციებით აივსო. 🤩👏

ეს პროექტი არ იქნებოდა ასეთი წარმატებული ჩვენი ძვირფასი კლასის დამრიგებლისა და პროექტის ავტორის, Ekaterina Gerzmava-ს გარეშე. უღრმესი მადლობა თქვენი შრომის, შემოქმედებითი ხედვისა და ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულისთვის! ❤️🙏📚

გვაქვს სიამაყის დიდი მიზეზი! 🌟
2026-05-30 08:43