ჯიჯის სიახლეები

დიდი შესვენება ჯიჯიში

ჯიჯიში ჟრიამულია — დიდი დასვენებაა და ყველა მოსწავლე სიხარულით გამორბის ეზოში. განსაკუთრებით ხალისიანია ჯიჯის „ბავშვთა სამყარო“, სადაც ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ დროულად დაიკავონ რიგი სასრიალოზე. სიცილი და მხიარული შეძახილები ავსებს სივრცეს. ჯიჯის სამყარო ბავშვებს აძლევს საშუალებას, ცოტა ხნით დაივიწყონ გაკვეთილების დაძაბულობა, დაისვენონ და განიტვირთონ. ასეთი აქტიური დასვენება არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც — ბავშვები ენერგიას ივსებენ და უფრო ხალისით ბრუნდებიან გაკვეთილებზე. ესაა ჯიჯი!
2026-04-28 17:22